საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ჩეხ კოლეგებს რეფორმები გააცნეს
სამართალი - 13:25, 16 Dec, 2014     816

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი და წარმომადგენელი ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის უფროს კომისარს, პრაღის ინტერპოლის ევროპის ქვეყნების მეკავშირე ოფიცერს, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ჯან დრაპალს და ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის უფროს კომისარს, პრაღის ინტერპოლის ევროპის ქვეყნების მეკავშირე ოფიცერს, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ლუკას კეპიჩს შეხვდნენ. ქართულმა მხარემ სტუმრებს ბიუროში განხორციელებული რეფორმები და სიახლეები გააცნო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესახებ, 2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შსს-ს უფლებამოსილ თანამშრომელს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული დოკუმენტების მონაცემთა ბაზაზე მიენიჭა წვდომა.

საქართველოს ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ განახორციელა ინტერპოლის მონაცემთა ბაზის ინტეგრაცია ეროვნულ ბაზასთან. ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს გააჩნია მოპარული და დაკარგული დოკუმენტების მონაცემთა ბაზა (SLTD), რომელიც 45 მილიონზე მეტ ჩანაწერს შეიცავს. აღნიშნული ბაზა ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ მუდმივად ახლდება. ქართველი სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ ბაზასთან წვდომა ეფექტურს ხდის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, რადგან მოპარული ან დაკარგული დოკუმენტები ხშირად გამოიყენება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი და ტერორისტული ჯგუფების მიერ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42