ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა და „მის სსრკ 90“ დაქორწინდნენ
ეს საინტერესოა - 12:58, 16 Dec, 2014     4439
ცნობილი ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა ნიუ-იორკში ოფიციალურად დაქორწინდა , მისი რჩეული ნავრატილოვას დიდი ხნის პარტნიორი რუსი იულია ლემიგოვაა.

ლემიგოვა 1990 წელს „მის სსრკ“-ს ტიტულის მფლობელი გახდა, 90--იანი წლებიდან ის პარიზში ცხოვრობს და კოსმეტიკური საშუალებების ბიზნესშია ჩართული.

ნავრატილოვა, რომელსაც ცოტა ხნის წინ 58 წელი შეუსრულდა, ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა, 1981 წელს კი აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო, კარიერის განმავლობაში ნავრატილოვამ 167 საჩოგბურთო ტიტული მოიპოვა, ეს აბსოლუტური რეკორდია, როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა შორის.

ნავრატილოვამ 42 წლის ლემიგოვას დაქორწინება სექტემბერში აშშ-ს ღია საჩოგბურთო ჩემპიონატის დროს შესთავაზა, თავისი ნაბიჯი კი იმით ახსნა , რომ ის თავის გადაწყვეტილებაში მტკიცედ არის დარწმუნებული და უნდოდა, რომ ამ მოვლენის მოწმე მილიონობით ადამიანი გამხდარიყო.

სოჭს ოლიმპიადის დაწყებამდე, ორი თვით ადრე ნავრატილოვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სექსუალური უმცირესობების პრობლემების იგნორირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით ოლიმპიური კომიტეტი ამ პრობლემასთან დაკავშირებით სირაქლემასავით იქცევა, „თავი ქვიშაში აქვს ჩარგული და სიმშვიდეს არ ირღვევს“

თავის დროზე ნავრატილოვას კრიტიკის საგანი ფიფას გადაწყვეტილებაც გახდა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარებასთან დაკავშირებით, სადაც ჰომოსექსუალებზე სისხლის სამართლებრივ დევნა ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42