რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები: რუსული საფრთხე და დამოკლეს მახვილი ქვეყნის თავზე - ხათუნა ლაგაზიძე
პოზიცია - 21:36, 15 Dec, 2014     8297
არის თუ არა შესაძლებელი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება - ,,საზოგადოება „ივერია“ კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი კოალიციისაგან ხელი აიღოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ანტიდემოკრატიულ იდეაზე და გააკეთოს ამის შესახებ საჯარო განცხადება“, - ეს განცხადება საზოგადოება ,,ივერიამ“ გაავრცელა.

ვის ინტერესებს ემსახურება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რა საგარეო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა, ,,ნიუპოსტი“ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

დავიწყოთ იმით, რომ მე არ ვიცი რა ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა ეს განცხადება, თუმცა ,,ივერია“ არ არის გამონაკლისი - ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით აქტიურად ისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა. თუმცა ერთია რა ინფორმაცია ვრცელდება და მეორეა, რამდენად მიზანშეწონილია ეს. ამ ეტაპზე თუ რომელიმე ჯგუფის გამორჩეულ აქტივობაზე შეიძლება ვისაუბროთ( თუმცა გამორჩეული აქტივობაც გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ სხვებზე მეტად აქტიურები), იგივე გუშინდელი აქციით თუ ვინსჯელებთ, ჩანს ირმა ინაშვილის და თარხან-მოურავის პარტია, ნინო ბურჯანაძეა ბოლო დროს გააქტიურებული და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ შედარებით აქტიურად ისმის ,,თავისუფალი დემოკრატების“ ხმა. მაგრამ რომელიმე მათგანის აქტივობა რომ წინასაარჩევნო მზადებას უკავშირდებოდეს, ესეც ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ხალხის ქუჩაში მობილიზების თვალსაზრისით ერთადერთი ინაშვილი-თარხან მოურავის პარტია გამოირჩევა, დანარჩენები უფრო განცხადებებით და საკითხების შეფასებებით შემოიფარგლებიან.

ამ ეტაპზე არცერთი პოლიტიკური ძალის აქტივობა არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ემზადებოდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

რა რესურსს ფლობს ამ ვითარებაში ხელისუფლება?

ვინც არ უნდა აქტიურობდეს, მთავარი, ვისაც ძალუძს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ეს არის ხელისუფლება. ხელისუფლებას რატომაც შეიძლება აწყობდეს არის ის, რომ მისი რეიტინგი დღითიდღე ეცემა და ზოგადად, საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელია მსგავსი ტიპის მანიპულაციები, როცა ხელისუფლება ხედავს, რომ მისი რეიტინგი უარესდება, ხშირ შემთხვევაში მიმართავს ხოლმე ამგვარ გზებს - საპარლამენტო კრიზისის პოროვოცირებას, რომელსაც შემდეგ მოსდევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თვით დიდი ბრიტანეთის ისტორიაშიც ყოფილა ასეთი მაგალითები, და გასაგებია, რომ ხელისუფლება, რომელიც ვერაფერს აკეთებს მისი რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით, მოსურნე იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, მაგრამ მოდით შევხედოთ მის რესურსს?

თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მისი რეიტინგი არ არის გარანტია იმისა, რომ მან შეძლოს იმგვარი უმრავლესობით მოსვლა, რომელიც დამოუკიდებლად, სხვა ძალებთან კოალიციების გარეშე პარალემტში შეაძლებინებს თუნდაც ჩვეულებრივი კანონების გატანას, დღესაც კი უჭირს ეს და მომავალ არჩევნებში კიდევ უფრო გაუჭირდება, მაშინ რჩება ტრადიციული რესურსი, ეს არის ადმინისტრაციული და ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ისეთ შემთხვევაში, როცა ხელისუფლებას თავად არ აქვს გარანტია, აქტიურად ერთვებიან ხომლმე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონის მიღმაა. ხელისუფლებას ელემენტარულად პარტია არ ჰყავს, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიღოს, ,,ქართული ოცნება“ ვერ არის იმგვარად წელგამართული წარმონაქმნი (მე მას პარტიას ვერ ვუწოდებ), რომ მან თავისთავად შეძლოს არჩევნებისთვის მომზადება, აღარაფერს ვამბობ შედეგზე. ეს პარტია შრეებად არის ფორმირებული, ვინ აღარ მონაწილეობდა - ჯერ იყო და დათო საგანელიძეს ჰქონდა გავლენები და ის აკომპლექტებდა ხალხით პარტიის სტრუქტურებს, შემდეგ თავისთავად ღარიბაშვილი. თავად რაიოინებშიც კი, ამ პარტიის სახელს, მინიმუმ 2-3 ჯგუფი ეცილებოდა ერთმანეთს. პარტიაზე, როგორც ორგანიზებულად აწყობილ სტრუქტურაზე, ამ თვალსაზრისით ,,ქართულ ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია. ამიტომ ამ წარმონაქმნზე დაყრდნობით არჩევნების მოგება არის დიდი ილუზია.

რჩება მესამე, ადმინისტრაციული და ძალოვანი რესურსი და ესეც ძალიან ამორფულია. თავად კოალიციაში შემავალი ,,რესპუბლიკელები“ აცხადებდნენ, რომ რეგიონებში ძალიან დიდია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ამ პარტიასაც სწორედ ეს კურირებდა, როგორც კოალიციის წევრები აცხადებდნენ. დღეს იქ მოხდა სრული საკადრო რეორგანიზაცია. რამდენად მზად არის შს სამინისტროს მასზე პოლიტიკური ზემოქმედების მოხდენის თვალსაზრისით, ესეც 2-3 თვეში მინიმუმ, სანამ ახალმისული კადრები რეალურ კონტროლს არ აიღებენ ხელში, რთული სათქმელია.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფელბაც არ არის მზად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ერთადერთი, რამაც შეიძლება აქეთკენ უბიძგოს, შიდა პოლიტიკურ ფაქტორებს ვგულისხმობ, დარჩენილ 2 წელიწადში შეიძლება მოხდეს რაღაც პარტიული წარმონაქმნების ან საზოგადოებრივი ჯგუფების გარდაქმნა პოლიტიკურ პარტიებად, რომლებიც მათ საშუალებას მისცემთ, თუნდაც ერთი ფრაქციის დონეზე იყვნენ წარმოდგენილი, რაც ხელისუფლების შანსებს, მოიპოვონ უმრავლესობა, ამცირებს. პირველ ადგილზე რომ გავლენ ამ ეტაპზე, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ერთია პირველ ადგილზე გასვლა და მეორეა, ის საპარლამენტო უმრავლესობა, რაც საკანონმდებლო კონტროლის საშუალებას მოგცემს. თავად საზოგადოებაშია მოთხოვნა იმისა, რომ რაღაც ახალი წარმონაქმნები, ახალი პოლიტიკური სუბიექტები გაჩნდნენ პოლიტიკურ ბაზარზე და მათი გამოჩენა უმრავლესობით მოსვლის იმედს კიდევ უფრო შეუმცირებს და ის იძულებული იქნება, რომ მომავალ პარლამენტში გაცილებით მკაცრი კოალიციის პირობებში იმუშაოს, ვიდრე დღეს არის, მკაცრში ვგულისხმობ კლასიკურ კოალიციას, როცა გავლენები და თანამდებობები რეალურად ნაწილდება და მარტო ერთი კაცის სიმღერაზე არ არის დამოკიდებული კოალიციის არსებობა და არარსებობა.

საგარეო სასფრთხე - ვის აწყობს დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ვის წისქვილზე შეიძლება ასხამდეს წყალს?

ერთადერთი ეს არის რუსეთი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პროდასავლური ძალები ყველაზე ნაკლებად არიან მზად არჩევნებისთვის. სიტყვა პრორუსულსაც რომ თავი ავარიდოთ, რადგან აშკარად პრორუსული ძალებიც კი ამბობენ, რომ პრორუსული რა შუაშია, მე პროქართული პოზიცია მიკავიაო, მაგრამ რასაც ისინი არ უარყოფენ, ეს არის ანტიდასავლურობა. ანტიდასავლური ძალები დავარქვათ მათ და დღევანდელი მოცემულობით, თუ ეს ვადამდელი არჩევნები გაიმართა, გაცილებით დიდია შანსი პარლამენტი დაკომპლექტდეს მნიშვნელოვანწილად ანტიდასავლური ძალებით. ბალანსს შექმნის სწორედ ამ ანტიდასავლური განწყობის სასრგებლოდ და ისინი იმ დოზით იქნებან პარლამენტში, როგორც არასდროს. ეს ერთი რატომაც შეიძლება რომ აწყობდეს რუსეთს,

და მეორე - ამგვარ პარლამენტს რამდენად იგუებს დასავლეთი, ეს კიდევ ცალკე თემაა. ყოველთვის ვლაპარაკობთ ხოლმე საგარეო პოლიტკაში რუსულ ფაქტორზე, როგორც აგრესიულ მოთამაშეზე, დასავლეთი, არ ვამბობ, რომ ის აგრესიული მოთამაშე იყო ან გახდება, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ თუნდაც ასეთი დასუსტებული დასავლეთი შეეგუოს ასეთ აშკარა ანტიდასავლურ პარლამენტს. არჩევნების ამგვარმა შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო უკმაყოფილება და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისული პროცესიც კი. ეს აწყობს ყველა შემთხვევაში რუსეთს, რადგან მას სჭირდება ყველა საბაბი, რა საბაბითაც ის შეძლებს საქართველოზე სრული კონტროლის აღებას და განხორციელებას. რუსეთი, ამერიკის არჩევნებამდე შეეცდება, ნებისმიერი საბაბი გამოიყენოს საკუთარი კონტროლის გასამყარებლად. საკმარისია, რომ მითუმეტეს არჩევნების ფონზე, დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი პროცესები, ამით აუცილებლად ისარგებლებს რუსეთი და ამიტომაც ვფიქრობ, რომ დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩენები, გარდა იმ ფაქტორებისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, არის დამოკლეს მახვილის დაკიდება ქვეყნის თავზე, თუ ხელისუფელბა ამაზე წავა, ის დამოკლეს მახვილს საკუთარი ხელით დაკიდებს.

ხელისუფლება, მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, ვერ მიდის იმ დასკვნამდე, რომ თანამდებობზე ადამიანები ნათესაობის ნიშნით კი არა პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა ცვალოს და შესაბამისად, საპარლამენტო სიას, რომელსაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისევ და ისევ მორჩილებასა და ნათესაობის პრინციპით იქნება დაკომპლექტებული. ხელისუფლებამ თუ ეს გადაწყვიტა, სიახლისთვის კი არ გააკეთებს ამას, არამედ კიდევ უფრო მორჩილი და ანტიდასავლური პარლამენტის მისაღებად. ამიტომ, არ ვიცი რამდენად არის ხელისუფელბა ამისთვის მზად. მისთვის ეს ძალიან დიდი რისკია, არა მხოლოს ქვეყნისთვის, ხელისუფლებსითვისაც. თუ ჩათვლის, რომ 2016 წლამდე არჩევნების ჩაუტარებლობა მისთვის კიდევ უფრო დიდი რისკი იქნება, მაშინ ის წავა ამ გადაწყვეტილებაზე.

შესაძლოა თუ არა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება?

გამიჭირდება ამაზე პასუხი, თუმცა ის არაორდინალური პიროვენებაა და ძნელია მისი ნაბიჯები ზუსტად გათვალო. თუმცა, ლოგიკურად, ერთადერთი რესურსი, რაც აქვს ხელისუფლებას, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სახელი და ის მაქსიმალურად უნდა ერიდოს ამ რესურსის გაფლანგვას და არამგონი, რომ მან ეს რესურსი ასე შეაგდოს სასწორზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42