ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის დედა ცირა გოდერძიშვილი ამბობს, რომ მის შვილს მკვლელობის არც მიზეზი და არც მოტივი არ ჰქონდა.
მისი თქმით, გიორგი ოქროპირიძეზე პროკურატურა სასურველი ჩვენების მისაღებად ზეწოლას ახორციელებს.
„გიორგის არანაირი მოტივი არ ჰქონდა, რომ ლაშა მახარაძე მოეკლა. გიორგი ოქროპირიძე არ გამოსულა არც შეწყალებით, არც უდოთი, ის მორიგების აქტით გამოვიდა. რას აკეთებს ეხლა პროკურატურა? პროკურატურა ისევე, როგორც ადრე მოწმეებზე ზეწოლას ახდენს და მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას მოითხოვს. გიორგი დააკავეს თუ არა ორი კვირის მოშიმშილე ჩემი შვილი ბათუმში ცემით გადაიყვანეს. კარცერში ჰყავდათ და ახლაც კარცერშია. სწორედ ეს არის ზეწოლის ფორმა“, - აცხადებს ოქროპირიძის დედა.
საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. ლაშა მახარაძე 2 სექტემბერს ვაკეში ჩაცხრილეს. მისი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი, გიორგი ოქროპირიძეა დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები






