საია ბექა გოჩიაშვილის საქმეს ეხმაურება
"2012 წლის 14 იანვარს მედიაში გავრცელდა ქართველი პიანისტის ბექა გოჩიაშვილის განცხადება, რომელშიც ის, მოწმის სახით დაკითხვისას, მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა ლაშა გოჩიაშვილი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით 2012 წლის 8 იანვარს, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიკითხნენ. ასევე ცნობილია, რომ არასრულწლოვანი (16 წლის) ბექა გოჩიაშვილის დაკითხვას მშობელი ვალერიან გოჩიაშვილი ესწრებოდა. ბექა გოჩიაშვილი თავის განცხადებაში საუბრობდა როგორც მის, ისე მისი ძმის ლაშა გოჩიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარაზე. საია დამატებით დაუკავშირდა ბექა გოჩიაშვილის მამას, რომელმაც საია-სთან საუბარში დაადასტურა ბექა გოჩიაშვილის მიერ განცხადებაში დაფიქსირებული ზეწოლის ფაქტები. მან ასევე აღნიშნა, რომ დაკითხვისას ბექას მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც „ციხეში ჩასმისა“ და "ცხოვრების გამწარების" მუქარაში გამოიხატებოდა. ლაშა გოჩიაშვილის მიმართ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარა დაფიქსირდა. აღნიშნულის საპასუხოდ, დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაიწყო. განცხადების თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოკვლევის მასალები საჯარო გახდება. საია შსს-ს რეაგირებას მიესალმება და მოუწოდებს, რომ საქმის შესწავლასთან დაკავშირებული პროცედურები დროულად და ობიექტურად წარმართოს. მოკვლევის პარალელურად კი საზოგადოებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. ბოლოს გვსურს აღვნიშნოთ, რომ საია ზოგადად გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის არსებულ მოდელს პრობლემურად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ პროცესის გაჯანსაღებისთვის უმნიშვნელოვანესია მოწმის დაკითხვის ახალი წესის დროული ამოქმედება, რაც გადადებულია 2013 წლის 1 დეკემბრამდე. ახალი წესის ამოქმედება, რომლის შემდეგაც მოწმის მიერ ჩვენების მიცემა მხოლოდ მოსამართლის წინაშე მოხდება, მოწმეთა დაცულობისა და ამ პროცესზე ზედამხედველობის ხარისხის არსებითად გაზრდას უზრუნველყოფს", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






