პროკურატურა მიხეილ ძაძამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 16:49, 15 Dec, 2014     2022

მთავარი პროკურატურა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული მიხეილ ძაძამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ მიხეილ ძაძამიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაოთი შეეცვალა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებმა მ. ძაძამიამ და კ. ხარშილაძემ გამოიყენეს მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და აირჩიეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ საქმე სასამართლოში განსახილველად დროულად წარიმართა, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის რთული და ხანგრძლივი პროცესის დაწყების გამო ვერ მოხერხდა საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება.

ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დაწყებას მათი შერჩევის პროცედურა აჭიანურებს. როგორც სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, შერჩევის სხდომაზე ცხადდება კანდიდატთა 40%, რაც ძალზე მწირი რესურსია ობიექტურ მსაჯულთა შესარჩევად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობით საჭირო რაოდენობის ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად სასამართლოს უხდება დამატებით არაერთი შერჩევის სხდომის ჩატარება, რაც დაკავშირებულია დროის დიდ დანახარჯებთან. მ.ძაძამიას და კ.ხარშიალძის ბრალდების საქმე სასამართლოში არსებითად განსახილველად წარიმართა ჯერ კიდევ 2014 წლის 17 სექტემბერს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა 22 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სამი თვე გავიდა, დღეის მდგომარეობით სასამართლოს მიერ შერჩეულია მხოლოდ ერთი ნაფიცი მსაჯული, მაშინ როდესაც კიდევ ცამეტი მსაჯულია შესარჩევი. ხსენებულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე იწურება ცხრა თვიანი საპატიმრო ვადა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულ ძაძამიას მიმართ გამოყენებული იქნა არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება გირაოს სახით.

დღეისათვის ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი გრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება საქმის არსებითი განხილვა.

მ. ძაძამიას ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება.

მიხეილ ძაძამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42