„უკრაინის სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსის საფრთხე კრემლის ფანტაზია არ არის“, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.
სტატიაში რუსეთის პრემიერი სხვადასხვა თემას მიმოიხილავს, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი უკრაინაში არსებულ ვითარებას შეეხება.
"სამწუხაროდ, უკრაინაში არსებული დეფოლტის პრობლემა და ეკონომიკის კოლაფსის საფრთხე არ არის კრემლის ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ტექნოლოგების მიერ გამოგონილი. საგარეო ვალი კი იმდენად დიდია, რომ წლის ბოლოს მისი ოდენობა მთლიან შიდა პროდუქტზე მეტი იქნება," - წერს დიმიტრი მედვედევი.
მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკის მთავარი პრობლემა საგარეო ვალია, რომელიც წლის ბოლომდე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს გადააჭარბებს, ამ ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი კი რუსეთის ხელშია.
მასალის გამოყენების პირობები






