როგორ და რატომ დაიკლო ზაზა იაქაშვილმა 17 კილო
ეს საინტერესოა - 11:29, 15 Dec, 2014     13544

მსახიობი ზაზა იაქაშვილი ბოლო დროს წონაში მკვეთრად დაკლებული გამოეცხადა მაყურებელს. როგორც "სარკეს" გაანდო, 17 კილოგრამი დაუკლია. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი 90 კილოს იწონიდა. რამ განაპირობა ეს ცვლილება, ამის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს:


– ზაზა, კარგა ხანია ტელეეკრანზე აღარ გამოჩენილხართ. უცებ კი ორ ქართულ სერიალში, "ჩემი ცოლის დაქალებსა" და "ფსიქოპატთა თამაშებში", საკმაოდ შეცვლილი გნახეთ – წონაში ისე ხართ დაკლებული, ალბათ ბევრმა ვერც გიცნოთ.


– დაახლოებით წელიწადნახევარში 17 კილო მაქვს დაკლებული. ახლა 72 კილო ვარ, არადა 90 კილომდე ვიყავი. "ფსიქოპატთა თამაშების" გადაღებაზე რომ მივედი, გადამღები ჯგუფიდან რამდენიმემ მითხრა, რომ დაგინახეთ, გვეგონა, ზაზა იაქაშვილის უმცროსი ძმა იყავიო. მეკითხებოდნენ, ასე როგორ გახდიო.


– მართლაც საინტერესოა, როგორ და რატომ გახდით.


– ცოტა ხნის წინ დავამთავრეთ ქართულ–აზერბაიჯანული სერიალის "ალი და თეოს" გადაღება, სადაც ისეთ პერსონაჟს ვთამაშობ, რომ ჯობდა, უფრო გამხდარი ვყოფილიყავი. ამას გარდა, ტელეკომპანია "პიკს" უნდოდა სერიალის გადაღება და იმ როლისთვისაც ვემზადებოდი, რომელიც ასევე წონაში დაკლებას ითხოვდა.
როცა გადავწყვიტე, დამეკლო, მენიუდან ამოვიღე საფუვრიანი ცომი. ყოფილი ბიოლოგი ვარ და იმდენი კი ვიცი, ჩემს ორგანიზმს როგორ მივხედო. მოსკოვის მენდელეევის სახელობის ქიმიურ–ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, მიკრობიოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. აქედან გამომდინარე, რაღაც–რაღაცეები ვიცი.
ძალიან ადვილია წონის შენარჩუნება, თუ საფუარიან ცომს მოერიდებით. ნამცხვარი არ მიყვარს. დანარჩენს ყველაფერს ვჭამ. ხინკალსაც გეახლებით, მწვადსაც... თვეში ერთხელ თუ სადმე ისეთ ადგილას მოვხვდები, ხაჭაპურიც შეიძლება ვჭამო. ყოველდღე თუ მიირთვი ხაჭაპური, რა თქმა უნდა, პრობლემა შეგექმნება. კიდევ ერთი – ძილის წინ არ ვჭამ. ბოლო ჭამიდან, მინიმუმი, 2 საათი მაინც უნდა გავიდეს, რომ დავიძინო. ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია. დიეტა და შიმშილი ორგანიზმისთვის დამანგრეველია. დიეტით დაკლებულ წონას ვერ ინარჩუნებენ.


– ანუ ზედმეტი კილოგრამები კვების სწორი რეჟიმის დაცვით გაქრა?


– ყველაზე სწორი ჯანსაღი კვებაა. ამ დროს ნივთიერებათა ცვლა რეგულირდება და ზედმეტი წონა მიდის. ბოლოს ჩემი არეულდარეული დღის რეჟიმის გამო ფორმიდან ამოვვარდი და თავს ისე კარგად ვეღარ ვგრძნობდი. რატომ უნდა იყო ცუდად, როცა შეიძლება იყო კარგად?! ან თუნდაც რატომ უნდა იყო კარგად, როცა შეიძლება იყო ძალიან კარგად?! აღარც ჩემი თავი მომწონდა ეკრანზე.

ორგანიზმმა ნახშირწყალიც უნდა მიიღოს, ცხიმიც, ცილაც და ვიტამინებიც. როცა ცხიმი პროცენტულად ყველაზე მეტია იმ საკვებში, რომელსაც იღებ, შესაბამისად, იწყება პრობლემები. ისიც პრობლემაა როცა ცილა აკლია ორგანიზმს. ნახშირწყლები ენერგიის დიდი წყაროა. ნახშირწყალი და ვიტამინები თუ გაკლია, ისევ პრობლემები გაქვს და ა.შ.
ერთი–ორი კვირა თუ გაიჭირვებ და ნორმალურად იკვებები, მერე ეს ჩვევაში გადაგივა.


– ჩვენი ცხოვრების პირობებში სწორი რეჟიმის დაცვა რთულია.


– გამორიცხულია, ადამიანმა ნახევარი საათი ვერ მოიცალოს საკუთარი თავისთვის. ჩემი პროფესიის გამო ღამეებიც მითენებია, შეიძლება რამდენიმე დღე ამოვარდე რეჟიმიდან, მაგრამ ეს არაფერია. თუ იზარმაცებ და ამას ზერელედ შეხედავ, ზერელე შედეგსაც მიიღებ. აუცილებელია ვარჯიში. მნიშვნელობა არ აქვს, რა სახით ივარჯიშებ. შეგიძლია ირბინო, იცურავო, იოგას მიმართო...


– თქვენ როგორ ვარჯიშობთ?


– მე ვარჯიშის ჩემი სისტემა მაქვს, რომელიც მოიცავს როგორც ძალისმიერ ვარჯიშებს, ასევე იოგას ელემენტებს. ბავშვობიდან შესანიშნავ ადამიანთან, ბატონ აბრეგ ფხალაძესთან მქონდა ურთიერთობა, რომელიც იოგას საოცარი სპეციალისტია. მისი პიროვნება ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იყო.


– თქვენს რაციონში ყველაზე ხშირად რომელ პროდუქტს იყენებთ?


– ამ ბოლო დროს ჩაის ვეძალები და ეს ფორმის შენარჩუნებასა და ჯანზე ყოფნაშიც მეხმარება. ჩაი საოცარი რაღაცაა. აბსოლუტურად შემთხვევით დავინტერესდი ამ პროდუქტით. ერთი პერიოდი საოცარი გადარბენები მქონდა. პრაქტიკულად სულ გამოუძინებელი ვიყავი. ვფიქრობდი, რა მოვიფიქრო ისეთი, რომ თავს მობილიზება გავუკეთო, რაც ამ უძილობას და დაღლილობას გადამატანინებს–მეთქი. ყავის მოყვარული არ ვარ და თან, ჩემი აზრით, ყავა გარკვეული სიძლიერით შემოდის ორგანიზმში, უცებ გაძლევს სტიმულს, რომელიც მალევე გადის. ჩაი კი სულ სხვაა. რამდენიმე საათი გრძელდება ჩაით მიღებული სტიმული.
არის ჩაის სახეობა, ფუერი, რომელიც შემოქმედებით განწყობაზე გაყენებს, ხსნის ფორიაქს, დაძაბულობას. ის უნდა მოხარშო, როგორც ყავა, მაგრამ ზუსტი დოზა უნდა იცოდე, თორემ შეიძლება გაფრინდე.
არსებობს თეთრი ჩაი, რომელიც ძალიან გემრიელი და მწვანე ჩაიზე გაცილებით ძლიერია. შებოლილი მწვანე ჩაიც მომწონს და აღმოსავლური სანელებლებით შენელებულიც. ქართული ჩაიც შესანიშნავია. მთავარია, როგორ მოამზადებთ. ჩაის განწყობა სჭირდება – უნდა ჩაუღრმავდეთ და შესანიშნავ განწყობამდე მიგიყვანთ. ენერგიული ხდები, გონება გინათდება და საოცარი იდეები მოგდის.
ცხელი, ქაფქაფა ჩაი არ უნდა დალიო. ცოტა უნდა შეგრილდეს. როგორც კარგი სომელიეები აგემოვნებენ ღვინოს, ისე უნდა დალიოთ ჩაი და მაშინ მიიღებთ ნამდვილ შედეგს. თუ სწორად დააგემოვნებთ, თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის პირდაპირპროპორციული იქნება.
აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, ჩაი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა დალიო. ეს ორგანიზმს ამზადებს, საკვები მაქსიმალურად გადაამუშაოს და ნივთიერებათა ცვლა არ დაირღვეს. ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგაც უნდა მიირთვათ ჩაი. საკვების მონელებაშიც ეხმარება ადამიანს და არც ყავასავით სახიფათოა. ჩაი უშაქროდ უნდა მიირთვათ.


– სოციალურ ქსელში წერდნენ, ზაზა იაქაშვილი "ჩემი ცოლის დაქალებში" თავის თავს თამაშობსო. მართლა ჰგავხართ ამ გმირს – თეატრის მექალთანე მსახიობს, რომლის გულისთვისაც ქალები ჩხუბობენ?


– არანაირად არ ვგავარ და პირველად მესმის, რომ ჩემი გულისთვის ვინმეს ეჩხუბოს. ჩემი გმირი საკუთარ თავზე შეყვარებული, აბსოლუტურად მოუწესრიგებელი, უპასუხისმგებლო ვინმეა. იმასაც კი კადრულობს, რომ კაცთან მიდის სტუმრად და მის შეყვარებულთან ფლირტაობს. მსახიობობის მთელი ხიბლი ის არის, რომ სხვის ტყავში ჩაძვრე. შენს გმირს უნდა გაუგო, რატომ იქცევა ასე და არა – სხვანაირად. როცა საკუთარ თავს თამაშობ, ეს არ არის ხელოვნება და ცუდი საყურებელია. დაახლოებით იგივეა, მართლა რომ დათვრე და მთვრალი კაცი ითამაშო.
"ჩემი ცოლის დაქალების" გმირი არაფრით მგავს. მე ცხოვრებაში ასე არ ვიქცევი. ეს სერიალი ჩემთვის იმით იყო საინტერესო, რომ პირველად მომიწია სატირულ კომედიაში თამაში. ნებისმიერი როლის თამაშისას მთავარია, გულწრფელი იყო.

– ცხოვრებაშიც გულწრფელი ხართ?

– ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ, გულწრფელი ვიყო. ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრებისეული გზაც არის. შენი ცხოვრების სცენარის ავტორიც შენ ხარ, დამდგმელი რეჟისორიც, კომპოზიტორიც, მთავარ როლსაც შენ ასრულებ და კოსტიუმების მხატვარიც შენ ხარ.
მილიონი შენიშვნა მაქვს საკუთარ თავთან. ზარმაცი ვარ, მაგრამ თუ ყველაფერი გავაკეთე მიზნის მისაღწევად, არ დავაკელი შრომა, რწმენა და, რაც მთავარია, კონკრეტული საქმე გავაკეთე დიდი სიამოვნებით, აუცილებლად გამომდის. სადღაც ამოვიკითხე, თუ თქვენი პროფესიული საქმიანობის დროს ძალიან დიდ სიამოვნებას არ იღებთ, მთელი ცხოვრება ივლით სამსახურშიო. ეს საშინელებაა! ბედნიერი ვარ, რომ სამსახურში არ დავდივარ.



წყარო http://sana.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42