2015 წლის პოლიტიკური კალენდარი - სააკაშვილის პლატფორმა და ახალი პოლიტიკური მოძრაობა
პოზიცია - 16:11, 12 Dec, 2014     7599
როგორი იყო 2014 წლის საქართველოს პოლიტიური რეალობა, რას უნდა ველოდოთ მომავალ 2015 წელს და რა ელის ქართულ ეკონომიკას; ,,ქართული ოცნების“ ვერშემდგარი სამთავრობო მონოლითი, რღვევა სახელისუფლო კოალიციაში და გზავნილი საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან - მიხეილ სააკაშვილის ახალი პლატფორმა - გაერთიანება იდეის გარშემო, რომელიც შესაძლოა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებს გასცდეს. ,,ნიუპოსტს“ 2015 წელს მოსალოდნელ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე ,,რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელი დიმიტრი შაშკინი ესაუბრა.

_2013 წელს ზუსტად ამ დროს ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორი იქნებოდა მომავალი წელი და მე მაშინ აღვნიშნე, რომ 2014 წელი იქნებოდა ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის და ასეც არის - 2014 წელი საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი - გაჩერებული ეკონომიკა, გაზრდილი კრიმინალი, საერთოდ დაპაუზებული ქვეყანა... ეს ბუნებრივია, აისახა ყველა მოქლაქეზე. სამწუხაროდ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ 2015 წელიც იქნება ასევე მძიმე, შესაძლოა უფრო რთულიც კი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის, ვიდრე 2014. მაგრამ ამ წელს ბევრი პოლიტიკური მოვლენა მოხდა და დარწმუნებული ვარ, ახალ წლამდე სიახლეები კიდევ გველოდება.

ამასთან ერთად, 2014 წელს მოხდა სამი მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის ანარეკლიც დიდ გავლენას მოახდენს არა მხლოდ 2015 არამედ მომდევნო წლებზეც, ეს არის ფუნდამენტური მომენტები. პირველი არის ის, რომ ,,ქართული ოცნების“ სამთავრობო მონოლითი ვერ შედგა. ჩვენ ვნახეთ 2014 წელს ფუნდამენტის რღვევა ამ მონოლოთში. 2015 წელს ეს პროცესი ბუნებრივია კუდევ უფრო განვითარდება, რადგან როგორი კარგი სახლიც არ უნდა გქონდეს აშენებული, თუკი ფუნდამენტში არის პრობლემები, სახლი მოძრაობას და რღვევას დაიწყებს. ის, რაც მოხდა 2014 წელს ,,ქართულ ოცნებაში“ და რაც ეხლაც ხდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს აუცილებლად აისახება მომდევნო წლის პოლიტიკურ პროცესებზე. 2014 წელს ყველა დარწმუნდა რომ სამთავრობო მონოლითი არამარტო ვერ შედგა, არამედ ის გაიბზარა.

მეორე მომენტს გამოვყოფდი, კერძოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის თაობაზე. ჩემი აზრით, თავისი აქტივობებით ქვეყნის გარეთ და ამ მესიჯით, რომელიც ახალ პლატფორმას გულისხმობს, სააკაშვილი სცდება ,,ნაციონალური მოძრაობის“ არეალს და ხდება ზეპარტიული ლიდერი, რომელიც ეცდება, გააერთიანოს პოლიტიკური სპექტრი კონკრეტული იდეალების გარშემო. ეს ბუნებრივია, მოახდენს დიდ ზეგავლენას 2015 წლის პოლიტიკურ მოვლენებზე.

_შეიძლება ვიფიქროთ, რომ სააკაშვილის პლატფორმა თავისი პოლიტიკური არსით სცდება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებს და მოიცავს უფრო ფართო პოლიტიკურ სპექტრს, ანუ ეს გზავნილი არ იკეტება მხოლოდ ყოფილ სახელისუფლო პარტიაში?

_ის, რასაც აკეთებს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ და რა როლიც მას უკავია გლობალურ პოლიტიკაში, ის მესიჯი, რომელიც მან გააჟღერა, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ის სცდება ერთი პარტიის ლიდერობას და როგორც აღვნიშნე, ის ხდეაბ ზეპარტიული ლიდერი. ის შეეცდება იდეის და სრულიად ახალი პლატფორმის გარშემო შეკრიბოს პოლიტიკური ლანდშაფტი. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი მცდელობა, როცა მისი მხრიდან იყო მოწოდება არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ გაერთიანება იდეის გარშემო. ჩვენ ბევრი გაერთიანებები და ალიანსები გვახოვს, მაგრამ ეს იყო ყოველთვის ვიღაცის წინააღმდეგ. ეს არის ახალი პლატფორმის შექმნა კონკრეტულ იდეაზე, რაც მისცემს საზოგადოებას საშუალებას, მიიღოს მონაწილეობა ამ გაერთიანებაში არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ იდეების გარშემო.

_პრეზიდენტმა თავის მესიჯში მიანიშნა ახალ პოლტიიკურ სახეებზეც, შეიძლება ჩვენ ვიხილოთ ამ გაერთიანებაში ახალი პოლიტიკური სახეები, იგივე უცხოეთში მცხოვრები ქართველები?

_2015 წელი თქვენს შეკითხვას პასუხს გასცემს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბევრია საუბარი ახალ სახეებზე და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს რეალობა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა როგორც ტერიტორიულად, ასევე პოლიტიკური სივრცის მიხედვით. იმდენად გაჭედილია ეს სივრცე, რომ თუ ვინმე არ გამოდის აქედან, ახლის შემოყვანა ძალიან ძნელია. 11 წელი ვმუშაობდი პოლიტტექნოლოგიებზე და ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც ასეთი გამოცდილება ჰქონდეს, როგორიც მე პოლიტტექნოლგიების გამოყენებაში. ახალი სახეების გამოსაჩენად არის სჭირო დიდი ფული, მედია რესურსი და დრო. ასე მარტივად არ ხდება. თუ არ გააქვს ეს სამი რესურსი, მაშინ არ უნდა გვქოდნეს განცდა, რომ ხვალ ასობით და ათასობით ახალი სახეები გამოჩნდება. დღეს პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოდიან. ყველა პოლიტიკოსს გააჩნია თავისი პოლიტიკური კაპიტალი, როგორც გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში. პოლიტიკური კაპიტალის შექმნას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო. შეიძლება გამოჩნდეს ახალგაზრდა ადამიანი, მაგრამ მას დასჭირდება ძალიან დიდი დრო ამ კაპიტალის დასაგროვებლად. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სიახლეზე და ამაზე მიუთითებდა მესამე პრეზიდენტიც, არის საუბარი ახალ პლატფორმასა და ახალ იდეებზე. როცა ეს დადგება დღის წესრიგში, ბუნებრივია გამოჩნდებიან ახალგაზრდებიც და ახალი სახეებიც, გამოჩნდება მეტი ახალი პოლიტიკოსი, რომელიც ამ იდეების მატარებელი იქნება. მთავარია იდეა და მერე პიროვნებები.

_თქვენ საუბრობთ ახალ პლატფორმასა და იდეოლოგიაზე, თუმცა ისიც საინტერესოა რა მიმართულებაზეა საუბარი, ხომ არ იქნება ეს მემარჯვენე ტიპის, ეროვნულ ღირებულებებსა და დასავლურ ფასეულობებზე დამყარებული მიმართულება, ე.წ. ახალი კონსერვატორები, როგორც ამას დღეს ევროპაში უწოდებენ?

_ჩემი აზრით დღეს მსოფლიოში გაძლიერდა ნეოკონსერვატორული მიმართულება როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. თუ ხუთი წლის წინ იყო ტენდენცია ხელისუფლებაში მემარცხენეების მოსვლის, დღეს არის პირიქით, ხალხმა მოიყვანა მემარცხენეები, მალე გაუცრუვდათ იმედები და უკვე აბსოლუტურად სხვა პროცესი მიმდინარეობს - ეს არის მემარჯვენეების დაბრუნების პროცესი. ნეოკონსერვატორები არიან იგივე მემარჯვენეები, და მათი იდეოლოგია, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად შეესაბამება 21-ე საუკუნეს. მე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ვიოცნებებდი, რომ საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდეს ნეოკონსერვატორული იდეოლოგია, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი გადარჩენის და წინსვლის ერთადერთი გზა.

მესამე, რაც მნიშვნელოივანი მოხდა და ბუნებრივია ზეგავლენას მოახდენს 2015 წელზე, ეს არის ის, რომ ყველამ დაინახა რომ რუსეთთან თამაში და ტაშ-ფანდური, დაჩოქება და კოჭის გაგორება არაფერს არ გვაძლევს, რუსეთმა გააკეთა ის და აპირებს კიდევ საახალწლოდაც გააკეთოს ის, რაც ვერ გააკეთა 2008 წელს აგვისტოს ომის დროს. მან უკვე დეიურე დააკანონა აფხაზეთის და ახლა აკანონებს ცხინვალის რეგიონის ანექსიას. ის რაც მოხდა 2014 წელს, ამან წერტილი დაუსვა რუსეთთან მოფერების გზით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების ოცნებას.

და ბოლო ეს არის ეკონომიკური ფაქტორი, რაც ყველას აწუხებს. ბუნებრივია, რომ პოლიტიკა ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზეც. ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ არის აგებული ნავთობზე, ალმასებზე, გაზზე და ა.შ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონომიკით და როგორც ამას მაკროეკონიმისტები ამბობენ ჩენი ეკონიმიკა არის დაფუძნებული Perception-ზე, ანუ არის აგებული იმიჯზე. 21-ე საუკუნეში ბევრს ესმის, რომ სახელმწიფო არ უნდა აშენებდეს ქარხნებს და ყველაფერი არის დამოკიდებული ინვესტიციებზე. როდესაც შენ ხარ პატარა ქვეყანა და რომლის ეკონომიკა არის აგებული იმიჯსა და ნდობაზე, რომელიც ინვესტორს აქვს შენს მიმართ, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესები უდიდეს ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკაზე. თუ შენ არ ასხივებ მაღალ კვალიფიკაციას, თუ არ ასხივებ როგორც სახელმწიფო, სტაბილურობას და უნარს, მოაგვარო ყველა პრობლემა ქვეყანაში, ბუნებრივია ინვესტორი შენთან არ შემოვა და ფულს არ ჩადებს, არიან ბიზნესმენები, რომელბსაც განვითარებისთვის სჭირდება კრედიტები ბანკებიდან, ცოტაა ბიზსნესმენი, მაგალითად ცუკერბერგი, რომელსაც შეუძლია ჯინსებით და მაისურით მივიდეს და ელაპარაკოს ინვესტორებს, იმიტომ, რომ მის უკან დგას ფეისბუქი, მაგრამ 99% ვერ მივა მაიკით და ჯინსებით. ის უნდა ასხივებდეს, რომ არის წარმატებული ადამიანი. ჩვენ რომ გვქონდეს ნავთობი და გაზი, მაშინ შეიძლება ჯინსებით იარო, მაგრამ თუ შენ არ განეკუთვნები იმ ერთ პროცენტს, მაშინ ეს შეუძლებელია. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა არ ასხივებს არც მაღალ პროფესიონალიზმს და კვალიფიკაციას და არც სტრატეგიულ ხედვას, რომლითაც დაარწმუნებს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოში ფულის ჩადება ღირს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42