აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი სახელწოდებით "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი.
კანონპროექტი სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისთვის მიიღო.
დოკუმენტი მოუწოდებს ობამას, რომ დააწესოს ახალი სანქციები იმ შემთხვევაში თუ გაზპრომი ნატოს წევრ ქვეყნებს, ასევე უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს გაზის რაოდენობას დააკლებს.
სენატორები ასევე ობამას სანქციების გაფართოებას ურჩევენ რუსული კომპანიებისათვის და ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ.
სენატი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებასთან ერთად უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებასაც ითხოვს.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ეს აშშ-სა და ევროპას შორის განხეთქილებას გამოიწვევს.
მასალის გამოყენების პირობები






