როგორი იქნება 2015 წელი მსოფლიოსთვის?
ეს საინტერესოა - 00:48, 12 Dec, 2014     5396

ცნობილი ასტროლოგი პაველ გლობო 2015 წლისთვის არცთუ სახარბიელო პროგნოზს აკეთებს. ასტროლოგის ვარაუდით, 2015 წელს არაფერს კარგს არ უნდა ველოდოთ, ამ წელს მსოფლიო სერიოზული გლობალური პოლიტიკური და ბუნებრივი კატაკლიზმების წინაშე აღმოჩნდება.

2015 წელს მსოფლიოში ისევ გაიზრდება ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა. ასტროლოგის ვარაუდით, ამ წელს მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური კრიზისის ახალი რაუნდი, რომელიც კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე წინა, 2008 წლის კრიზისი. ბევრი ქვეყნები უარს იტყვის ევროკავშირზე, რაც მისი დაშლის წინაპირობა იქნება. გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი პირველები იქნებიან, რომლებიც პირველ განაცხადს გააკეთებენ კავშირიდან გასვლის შესახებ.

კრიზისი შეეხება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსაც, საყოველთაო უმუშევრობისა და სამოქალაქო მღელვარების შედეგად, ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე მმართველს ჩამოაცილებენ ხელისუფლებას და გაასამართლებენ.

სირთულეები ექნება რუსეთს, რომელსაც ენერგორესურსების გასაღების ბაზარი შეეზღუდება, თუმცა გლობოს ვარაუდით, რუსეთი მოახერხებს „კომუნისტური წარსულიდან“ თავის დაღწევას. ამ წელს რუსეთი მედიცინაში გარღვევას მოახდენს და ახალი აღმოჩენით განუკურნებელი დაავადების დამარცხებას შეძლებენ.

განსხვავებული გეოპოლიტიკური შეხედულებების გამო, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ცივი ომის ეტაპზე გადადის.

კონფლიქტებია მოსალოდნელი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, შესაძლოა, ეს მოლდოვა იყოს, დაიძაბება ურთიერთობა ირანსა და თურქეთს შორის, არ არის გამორიცხული სამხედრო მოქმედებებსაც ჰქონდეს ადგილი.

რაც შეეხება ამერიკას, მის რეპუტაციას მნიშვნელოვანი დარტყმა ელის, ის დაკარგავს დანარჩენ მსოფლიოზე გავლენას.

2015 წელს ძლიერი წვიმები ევროპას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. წყლით დაიტბორება ტერიტორიები და უამრავი ადამიანი დაზარალდება. რუსეთის ტაიგაში ხანძრები იმძლავრებს, ამერიკას ტორნადოების სერია დაატყდება თავს და სერიოზულ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იქნება მნიშვნელოვანი მსხვერპლი. აფრიკის კონტინენტზე შიმშილობა დაიწყება.



წყარო:http://geonews.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42