შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის „არა ძალადობას!“ ფარგლებში შსს-ს და განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და გორის 11-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან გენგაშვილმა, შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა, ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლი“-ს ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგმა რუსუდან ფხაკაძემ, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს შიდა ქართლის გამგეობის კომიტეტის თავმჯდომარე ლამარა შაყულაშვილმა, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ფსიქოლოგმა მაკა ციყელაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ახალგაზრდულ საკითხებში ოთარ აბესაძემ სტუდენტებს და მოსწავლეებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
შიდა ქართლის სამხარეო მთავარი საამმართველოს უფროსმა ლევან გენგაშვილმა ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლზე ისაუბრა. მან ახალგაზრდებს განუმარტა, რომ ძალადობა დასჯადია.
გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ შიდა ქართლი
მასალის გამოყენების პირობები






