უკრაინის ხელისუფლებამ და პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყება ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა უკრაინის ხელისუფლებამ ცეცლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ ერთი დღით გააგრძელა.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რომელიც მოლაპარაკებებზე კიევის ინტერესებს წარმოადგენს, განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რომელიც მინსკში უნდა გამართულიყო, აღარ შედგება, რადგან სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინა შეთანხმებები დაარღვიეს.
კუჩმას თქმით ის დონბასში არსებულ ვითარებაზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უახლოეს დღეებში შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.
„იმ პირობებში, როცა მეორე მხარეს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა, შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ“, - განუცხადა კუჩმამ „ინტერფაქს-უკრაინის“ ჟურნალისტს. „საქმით გვაჩვენონ, რომ მშვიდობა სურთ და არა - ომი, რომ სრულად აკონტროლებენ თავიანთ შეიარაღებულ ფორმირებებს“ - განაცხადა კუჩმამ.
მასალის გამოყენების პირობები






