აჭარის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ
საზოგადოება - 20:27, 14 Jan, 2013     523


"ჩვენი მრავალგზის ცდის მიუხედავად, ვერ შევძელით ანსამბლის დირექტორთან ამირან პაიჭაძესთან და ქორეოგრაფ მარიკა სიხარულიძესთან გამოგვენახა საერთო ენა ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ანსამბლი მოცეკვავე-მსახიობებს გვსურს, რომ დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნენ დაკავებული თანამდებობიდან, ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო: სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი ანსამბლის განვითარების და წინსვლისათვის არანაირ ღონისძიებას არ ახორციელებს, პირიქით, ცდილობს როგორმე დაასუსტოს და შეამციროს დღეს ვინც მუშაობს და შემოიყვანოს მათ მაგივრად მისი აღზრდილი ბავშვები; ზეწოლას განიცდის მთელი სახელმწიფო ანსამბლი, რადგან პიროვნულად რაიმე თუ არ მოეწონება, მუქარას მიმართავს და თვითნებურად გვაკლებს ხელფასს; როდესაც ხდებოდა სახელმწიფო ანსამბლის დირექტორის დანიშვნა, ხელი მოგვაწერინა, რომ ყველანი მის კანდიდატურას ვეთანხმებოდით. ზოგიერთს ხელი არც კი მოუწერია, თუმცა როგორ და საიდან არ ვიცით, მაგრამ ხელმოწერილი აღმოჩნდა; ქორეოგრაფის თანამდებობაზე დანიშნა მისი ახლო მეგობარი მარიკა სიხარულიძე, რომელიც ჩვენი ქორეოგრაფი თუ იყო არც კი ვიცოდით, ვინაიდან რეპეტიციას დირექტორი გვიტარებდა და გავიგეთ კონცერტზე, როდესაც საჯაროდ გამოაცხადა. მარიკა სიხარულიძე როგორც ქორეოგრაფი არაკომპტენეტურია, არ აქვს უმაღლესი ქორეოგრაფიული განათლება და ამიტომ ქორეოგრაფის ფუნქციებს თავად დირექტორი ითავსებს; “ოცნების” მაისურის ჩაცმის გამო, პრობლემა შეუქმნა ჩვენს ერთ თანამშრომელს და გვემუქრებოდა, თუკი მსგავსად კიდევ ვინმე მოიქცეოდა, მთელი ანსამბლი მკაცრად დაისჯებოდა; როდესაც ციხეში მიმდინარე მოვლენების გამო გვინდოდა პატიმრებისათვის სოლიდარობის გამოცხადება, სახელმწიფო ანსამბლის სახელით გასვლა აგვიკრძალა და ვინც გაბედავდა აქციაზე გასვლას, ანსამბლიდან იქნებოდა გაშვებული; გვაიძულებდა, დავსწრებოდით “ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერ აქციას, ადგენდა სიას და ვინც არ მივიდოდა, ხელფასის დაქვითით ან ანსამბლიდან გაშვებით გვემუქრებოდა; სახელმწიფო ანსამბლის დირექტორმა, ფეხმძიმობის გამო ორ თანამშრომელს დაუქვეითა კატეგორია ხელფასის განახევრების მოტივით, რაც დაუშვებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით; არ მიმდინარეობს შემოქმედებითი განვითარება, არ ზრუნავს ანსამბლის მომავალზე რაც გამოიხატება შემდგომში, რომ არ დგამს ახალ ცეკვებს; აზრის გამოთქმის უფლება ფაქტობრივად გვეკრძალება და თუ არ მოეწონება ჩვენი გამოთქმული აზრი, ხელფასს გვიქვითავს; პრემიებს ანაწილებს მისი პირადი შეხედულებით და ნაცნობობით", - ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42