უკრაინელი დეპუტატები რუსეთ-უკრაინის ომის ოფიციალურ აღიარებას ითხოვენ
მსოფლიო - 20:21, 10 Dec, 2014     1890
უკრაინის უმაღლესი რადას რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც დეპუტატობამდე მოხალისეთა ბატალიონებს ხელმძღვანელობდნენ, აპირებს უმაღლეს რადას ინიციატივით მიმართოს, რათა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები ანტი ტერორისტული ოპერაციის ნაცვლად გამოცხადდეს, როგორც ომი რუსეთის ფედერაციასთან. ამის შესახებ დღეს ბატალიონს „დნეპრ1“-ის მებრძოლმა და ამჟამად რადას დეპუტატმა იური ბერეზამ განაცხადა.

"თავდაცვის კომიტეტი მოამზადებს მიმართვას, რათა საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ანტი ტერორისტული ოპერაცია კი არა რუსეთთან ომი მიმდინარეობს."- განაცხადა მან.

შეგახსენებთ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი 2014 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც პრორუსი სეპარატისტების შეიარაღებულმა ჯგუფებმა დონბასის რეგიონის ქალაქებში ადმინისტრაციული შენობები და მილიციის განყოფილებები დაიკავეს.

უკრაინის ხელისუფლებამ საპასუხოდ აღნიშნულ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო, რომელიც მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა.

ზოგიერთი უკრაინელი დეპუტატი და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენელი ამ მოვლენებს უკვე უწოდებს „ჰიბრიდულ ომს“ .

გაეროს განცხადებით აპრილიდან დღემდე აღმოსავლეთ უკრაინაში 4 317 ადამიანი დაიღუპა , ხოლო 9 921 კი დაიჭრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42