„მე არასოდეს მიყვარდა ამერიკის პრეზიდენტი, ის ძალიან ქედმაღალია და თავისთავზე უეჭველად მესამე პირში საუბრობს“- განაცხადა ბარაკ ობამამ. ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა აშშ-ს პრეზიდენტმა The Colbert Report-ის კომედიურ შოუში, სადაც მან წამყვანის ამპლუა მოირგო.
პრეზიდენტმა შოუში თავის დიდ ყურებზე და სახლში მიმოფანტულ წინდებზეც ისაუბრა, შანსი არ გაუშვა ირონიით ესაუბრა რესპუბლიკურ პარტიაზე და რეკლამა გაეკეთებინა ჯანდაცვის რეფორმისთვის.
„ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეეძლო თავის მიმართვაში ან პრესკონფერენციაზე ესაუბრა, მაგრამ ახალგაზრდები არ უყურებენ ახალ ამბებს, მათ კომედიური შოუები ურჩევნიათ.“- აღნიშნა ობამამ.
„ჩემი მეუღლე მიშელი და ჩემი გოგონები მალია და საშა მუდმივად ხუმრობენ ჩემს დიდ ყურებზე და ჩემს, მათი აზრით მოსაწყენ პიჯაკებზე.“- აღიარა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ასევე აღიარა თავისი ცუდი ჩვევა- წინდების მიმოფანტვა მთელ სახლში, მაგრამ ვერ შეძლო ეპასუხა კითხვისთვის, როგორ პრეზიდენტად მიაჩნია თავი დიდებულად თუ უდიდებულესად.
მასალის გამოყენების პირობები






