„პროკურატურასთან შევთანხმდით, რომ თუ რაიმე კრიტიკული შენიშვნა, მოსაზრება და არგუმენტი გვექნებოდა გამოძიებასთან, პროკურატურის ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე გახმაურებისგან თავს შევიკავებდით.
გარკვეული პრეტენზიები გვაქვს საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით, რამდენიმე დასკვნა უფრო გასაგებად რომ იყოს ჩამოყალიბებული, კარგი იქნებოდა. საკმაოდ ბუნდოვნად, ზოგიერთ შემთხვევაში ორაზროვნად არის ჩამოყალიბებული ეს დასკვნები.
რაც საქმის მასალებიდან შთაბეჭდილება დამრჩა, სავარაუდოდ, პროკურატირა ამ საქმეს ჯერ გახსნილად არ გამოაცხადებს. უფრო ვვარაუდობ, რომ პროკურატურა მასალებს გაასაჯაროებს და შესაძლოა, მხოლოდ მინიშნება გააკეთოს, მკვლელობა იო თუ თვითმკვლელობა.
საქმის მასალებში არც მკვლელობის და არც თვითმკვლელობის ცალსახად დამადასტურებელი მასალა და მტკიცებულება არ მინახავს, აქედან გამომდინარე მე ისევ ძველ ვერსიაზე ვრჩები.“- აცხადებს ზურაბ კიწმარიშვილი.
წყარო გაზეთი „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






