თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ შესყიდვების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მითვისება-გაფლანგვის მუხლებით გამოძიება მიმდინარეობს.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი განმარტებით, პროკურატურა არც მერიაში და არც გამგეობებში საგამოძიებო მოქმედებებს არ აწარმოებს.
„ქალაქ თბილისის მერიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ თბილისის მერიასა და გამგეობებში არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. მთავარ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება 2014 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებული შესყიდვების კანონიერების შესწავლის მიზნით. ხსენებულ საქმეზე თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს გამოძიება, რის ფარგლებშიც მოხდება მთ მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით გადმოგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლა. გამოძიება დაწყებულია 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილით“, - აცხადებენ პროკურატურაში.
მასალის გამოყენების პირობები






