სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივ სამყაროს არ უნდა ჩამორჩნენ - შოთაძე
სამართალი - 13:40, 09 Dec, 2014     2029

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ინიციატივითა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, სასტუმრო „Holiday Inn“-ში, “მრგვალი მაგიდის” ფორმატში მეორე რეგიონალური შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად UNODC-ის, „ევროჯასტის“ და ეუთოს წარმომადგენლები, ასევე საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, აშშ-ს, შუა აზიის ქვეყნების (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი), აზერბაიჯანის და სომხეთის პროკურატურების, სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლო ორგანოთა წარმომადგენლები ესწრებიან. მონაწილეები „ორგანიზებული ჯგუფების მიერ ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების დროს ელექტრონული მტკიცებულებების მოთხოვნისა და წარდგენის გამოცდილების გაზიარების“ შესახებ მსჯელობენ.

ღონისძიება საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გახსნა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა მუდმივ მზადყოფნაშია ხელი შეუწყოს ორგანიზებული ჯგუფების მიერ ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას.

„მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ ჩამორჩნენ დანაშაულებრივ სამყაროს და დანაშაულთან ბრძოლის პროცესში განავითარონ ახალი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების უნარჩვევები“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მეორე რეგიონალური შეხვედრა 11 დეკემბრამდე გაგრძელდება და მისი მიზანია გამოცდილების გაზიარება ელექტრონულ მტკიცებულებათა მოპოვებასა და პროცესუალურ დამაგრებასთან დაკავშირებით; ასევე ხსენებულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებების ეფექტურად აღმოჩენის გზებისა და საშუალებების დახვეწა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42