სააპელაციო სასამართლომ წულუკიანის წინააღმდეგ გენერალის საჩივარი არ დააკმაყოფილა
სამართალი - 11:23, 09 Dec, 2014     1842

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით გიორგი კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალი კალანდაძე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისაგან ითხოვდა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ გენერალ კალანდაძის საჩივარში მოყვანილი ფაქტები არ გაიზიარა და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო არ დააკმაყოფილა იგი.

"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, 2013 წლის 27 დეკემბერს, თეა წულუკიანის წინააღმდეგ გიორგი კალანდაძის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გენერალი კალანდაძე მიიჩნევდა, რომ თეა წულუკიანმა სატელევიზიო გამოსვლაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას, გენერალური შტაბის უფროსის შესახებ მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია გაავრცელა, რითაც შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელე მხარე ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის; აგრეთვე, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-6 ნაწილისა და 413-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხე თეა წულუკიანის წარმომადგენლის არგუმენტები, რომ გენერალი კალანდაძე იყო არა კერძო, არამედ საჯარო პირი, ხოლო სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება ეხებოდა არა დადასტურებულ ფაქტებს, არამედ „გადამოწმებულ მოსაზრებებს“, ნივთმტკიცების წარდგენა კი სასამართლოში არ მომხდარა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამიტომ სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია გიორგი კალანდაძის სარჩელი და უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე",-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42