მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის თქმით, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახთან კომუნიკაციის გარეშე საქმის საგამოძიებო მასალები არ გასაჯაროვდება.
ამის შესახებ შოთაძემ ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ამ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. ვფიქრობ, რომ პროკურატურა უახლოეს მომავალში მზად იქნება, საზოგადოებას გააცნოს საგამოძიებო შედეგები. კიწმარიშვილის ოჯახს მინდა ვუთხრა, რომ გამოძიების მასალების გასაჯაროვება მათთან კომუნიკაციის გარეშე არ მოხდება, რადგან დაზარალებულის ოჯახთან კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესია პროკურატურისთვის. მზად ვართ ნებისმიერ საქმზე შევხვდეთ დაზარალებულ მხარეს და ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც კიწმარიშვილის ოჯახია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
თბილისის პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება. პროკურორის აღნიშნულ განცხადებას გარდაცვლილი ბიზნესმენის ძმა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურატურას ოჯახთან კომუნიკაციის გარეშე საქმის დეტალებზე საჯაროს საუბარი არ უნდა ყოფილიყო.
მასალის გამოყენების პირობები






