ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებმა საქმის მასალების გაცნობა დაასრულეს. დაცვის მხარის მტკიცებით, პროკურატურის მიერ გადაცემულ მასალებში ბრალის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს.
ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის პატიმრობის შეფარდების გასაჩივრებას აპირებენ.
„საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვინმემ რაიმე სახის დანაშაული ჩიადინა. დაცვის მხარე, ახლო მომავალში, მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისთვის. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ბრალდებულები პატიმრობაში იმყოფებოდნენ“, - აცხადებს ადვოკატი ლაშა სამუშია.
პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება. ამ ბრალდებით საგამოძიებო ორგანომ 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






