ძაღლი, რომლის სადღეგრძელო განსხვავებულით შესვა თამადამ
მაღაზიაში უყვარდა წასვლა , ერთით მეტ პურს ყიდულობდა, გზაში მიყვარს ჭამაო...
დედაც ატანდა, ზედმეტად, ფულს...
სიხარულით გარბოდა მაღაზიაში, ის და ,,ჯეკა''...
ასე გრძელდებოდა, ვიდრე პატარა ბიჭი არ გაიზარდა და ,,რუსის ჯარში'' არ მოუწია წასვლა...
,,ჯეკა'' უკვე 9 წლის იყო და დარდი გაჰყვა მამუკას, ვაი თუ ცოცხალი აღარ დამხვდესო...
წერილებს ხშირად უგზავნიდა დედას, პირველ რიგში ,,ჯეკას '' ამბავს მოიკითხავდა...
,,ჯეკამ'' მოიწყინა უშენოდ, ყოველ დღე, სადღაც მიდის, იკარგება, მერე დაბრუნდება და რაღაცას მთხოვსო...
მიხვდა მამუკა, სად შეიძლება წასულიყო ,,ჯეკა''...
მომდევნო წერილში დედას გამოუტყდა, თუ გიყვარვარ, ყოველ დღე წაიყვანეთ მაღაზიაში და ერთი პური გზაში შეაჭამეთ, ლუკმა–ლუკმა დატეხილი, მაღლა აისროლეთ, იცის დაჭერაო...
მონატრებულ შვილს, თხოვნა შეუსრულა დედამ...
მამუკას ჩამოსვლას 47 დღე აკლდა(ასე ითვლიდა დედა), ავად გახდა ,,ჯეკა''... ექიმმა, ასაკს დააბრალა... წამალიც კი, არ გამოუწერა...
უნდა მიშველო ექომო, ჩემი ბიჭის შინ დაბრუნებამდე უნდა ვაცოცხლოთო, გაგიჟდება, რომ არ დავახვედრო ცოცხალიო...
,,არ დამღუპო ,,ჯეკა'', მამუკას მოსვლამდე არ იფიქრო წასვლა, დაელოდე, დაემშვიდობე და ისე წადიო...''
ძაღლი უსმენდა დედის სიტყვებს, მერე კი, რეაქცია რომ აღარ ჰქონდა, მიხვდა, რომ ყურში აღარ ესმოდა საბრალოს...
,,19 დღე გაუძელი ,,ჯეკა'', მალე გავა 19 დღე''...
ღმერთს, ცხვარის შეწირვას შეჰპირდა, ,,ჯეკას'' და მამუკას სიგრძის სანთელსაც ჩამოვქნი და გიორგობას შემოგწირავო– მუხლი მოიყარა დედამ, წმინდა გიორგის საყდარში...
,,ჯეკა'' მოწყენილი იწვა ნალიის ქვეშ და ფიქრობდა, რამ დაადუმა ასე ყველაფერი, აღარც ქათმები კრიახებენ, აღარც გოჭები ღრუტუნებენ, აღარც ძროხები ბღავიან... ან ეს ჩიტები, რამ დაადუმათ.... ალბათ, მამუკა მოენატრა მათაც და იმიტომ მოიწყინესო...
,,დღეს, საჭმელიც არ უჭამია, მიშველეთ, ხალხი არ ხართ, სამ დღეში მოვა ჩემი ბიჭი, სამი დღე დარჩა''... ყელგამოწვდილი ევედრებოდა ვეტ–აფთიაქის თანამშრომლებს....
სიცხე ჰქონდა, სულ კანკალებდა საბრალო, ღუმელთან დააწვინა თბილად, თბილ რძეში ჩაულბო პური...
,,ჯეკა'' პირს არაფერს აკარებდა...
,,ზუსტად ორი წელი გახდება ხვალ , რას იტყვი გივი,ხომ ჩამოვა ჩვენი ბიჭი?!''
,,მე, სამი დღით ადრე გამომიშვეს, მარა, მე, გერმანიაში ვმსახურობდი''...
მთელი ღამე ფეხზე გაათენა დედამ, ,,ჯეკას'' ემუდარებოდა, მამუკას უნახავად არ წასულიყო...
კიდევ, სამი ღამე გაუთია და თითქოს უკეთესად გახდა ,,ჯეკა''... დილით საჭმელიც ჭამა...
საღამოხანს, უცხო მანქანა გაჩერდა ჭიშკართან, დედის ხმას, ექო, შორს უთხრეს სერებმა...
,,შენ შემოგევლოს, შენი დედა, ჩემო სიცოცხლე... შენ გენაცვალე ,,ჯეკა''... შვილს და ძაღლს ერთად ეფერებოდა, გახარებული დედა და აღარ იცოდა, სიხარულიდან რა გაეკეთებინა...
უხადი ქვევრი მოხადა მამამ და...
პატარა ბიჭის ნაცვლად,მაგიდის თავში იჯდა ვაჟკაცი კაცი, რომელსაც ფეხებში ეწვა ძაღლი, რომლის სადღეგრძელო განსხვავებულით შესვა თამადამ...
წყარო- ფეისბუქგვერდი Tamaz Elizbarashvili dog shelter
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა