"დუმას" დეპუტატები აშშ-სა და რუსეთის მორიგ „ცივ ომზე“ ალაპარაკდნენ
მსოფლიო - 14:45, 08 Dec, 2014     2003

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მორიგ „ცივ ომზე“ საუბარი უკვე შესაძლებელია.

„მე მგონია, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ მორიგ „ცივ ომზე“- განაცხადა მან საპარლამენტო მოსმენების დროს, რომელიც თემას „რუსეთი- აშშ: დროებითი გაუარესება თუ ახალი ცივი ომი?“ ეძღვნებოდა.

„გარდა ამისა, არსებული სიტუაციის სახასიათო შტრიხია მაღალი ემოციური ინტენსივობა, რომელიც ჩემი აზრით ამ ეტაპზე უფრო მაღალია, ვიდრე ცივი ომის წლებში.“ - აღნიშნა ალექსეი პუშკოვმა.

სახელმწიფო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად დავა იმ საკითხზე მიდის, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა, არის ეს ცივი ომი, თუ რაღაც სხვა.

„ბევრი ცდილობს გაექცეს ტერმინს "ცივი ომი", რომ წინასწარმეტყველებასავით არ აუხდეთ, რადგან ცოტაა ისეთი ადამიანი ვისაც ხანგრძლივ კონფრონტაციაში ჩართვა აინტერესებს, მაგრამ ის რომ რაც ხდება ძალიან გავს ცივ ომს, ეს ფაქტია“ - განაცხადა მან

"სახეზეა პრაქტიკულად ყველა მოლაპარაკების და კონტაქტის შეწყვეტა რუსეთთან"- აღნიშნა პუშკოვმა და დაამატა, რომ კონტაქტი მხოლოდ გაფართოებულ ფორმატებშია შენარჩუნებული, როგორიცაა ირანის და შეიარაღების კონტროლის საკითხი.

პარლამენტარის თქმით,“ობამას ადმინისტრაციამ რუსეთის შეკავების და იზოლაციის პოლიტიკის განაცხადი გააკეთა, რაც ასევე დამახასიათებელია ცივი ომისთვის, თუმცა ამჟამინდელი იზოლაცია განსაკუთრებული ხისტი მეთოდებით მიმდინარეობს, ხორციელდება ზეწოლა მოკავშირე, ამერიკის პარტნიორ ქვეყნებზე და კიდევ სხვა ქვეყნების მიმართაც“

ამასთანავე „მკვეთრად შემცირდა კომუნიკაციის სფეროც“-აცხადებს პუშკოვი. „პრაქტიკულად არ არის კონტაქტი პრეზიდენტებს შორის, ენა არ მომიბრუნდება კონტაქტი ვუწოდო იმას , რაც პეკინში შეხვედრის დროს ხდებოდა. აშკარა იყო, რომ არ არსებობდა ურთიერთგაგება“ პუშკოვის თქმით შემცირდა კონტაქტი აშშ-ს და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორისაც.

მისივე თქმით, როდესაც ცივი ომის არსებობის უარყოფის დამადასტურებლად ის მოყავთ, რომ ამჟამად არ არსებობს დაპირისპირება სისტემებსა და იდეოლოგიებს შორის, გათვალისწინებული უნდა იქნას ისიც, რომ ამჟამად არსებული კონფლიქტი მხოლოდ გეოპოლიტიკური არ არის.

პუშკოვის აზრით არსებული აშშ-სა და რუსეთის კონფრონტაციას ორი პარამეტრისგან შედგება, „ პირველი ეს არის გეოპოლიტიკური, დაპირისპირება უკრაინის გარშემო და ასევე ნაკლები მასშტაბით მაგრამ დაპირისპირება საქართველოს და მოლდავეთის გამო.“- განაცხადა მან.

„მაგრამ არსებობს მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი- იდეურ-პოლიტიკური, ჩვენ და აშშ-ს ფუნდამენტალურად განსხვავებული ხედვები გვაქვს მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით, „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებით, გარე ჩარევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი „ჰუმანიტარულს“ უწოდებენ - მიაჩნია პუშკოვს.

"მოსკოვს და ვაშინგტონს განსხვავებული ხედვები აქვთ ამერიკის ლიდერობასთან დაკავშირებით, გარდა ამისა ჩვენ სერიოზული განსხვავებები გვაქვს ე.წ ღირებულებებთან, განსაკუითრებით კი ახალ „ღირებულებებთან“ დაკავშირებით, რომლის ჩვენ თავზე მოხვევას თავად ამერიკელებიც ცდილობენ. საქმე ეხება სექსუალურ უმცირესობების თემასთან დამოკიდებულებას.“- აღნიშნა პარლამენტარმა.

„ თუ აშშ-ში ახლა გრძელდება ლიბერალური რევოლუცია, რუსეთში ის აწყდება კონსერვატიულ კონტრევოლუციას- რუსეთი მოძრაობს ტრადიციულ-კონსერვატიული ღირებულებების მიმართულებით, ხოლო ამერიკა მიემართება ლიბერალური მიმართულებით“- განაცხადა სახელმწიფო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42