გრიგორი ლეპსის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
მომხდარის გამო ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფის წევრებს 2 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
საგამოძიებო უწყებაში ნინი მეტრეველს და ოპერატორთან სერგი ბარამიძეს კითხვები გრიგორი ლეპსის კონცერტამდე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით დაუსვეს.
დაკითხვაზე იმყოფებოდა დაცვის ის თანამშრომელიც, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ჟურნალისტს სპორტის სასახლის დატოვების უფლებას არ აძლევდა და "მაესტროს" გადამღები ჯგუფი, ერთ საათზე მეტი ოთახში ჰყავდა გამოკეტილი.
მასალის გამოყენების პირობები






