ყოფილი მსჯავრდებული აჭარის პოლიციის უფროსს შანტაჟსა და დევნაში ადანაშაულებს
სამართალი - 13:09, 08 Dec, 2014     2039

ყოფილი მსჯავრდებული აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს დავით თამაზაშვილს დევნასა და შანტაჟში ადანაშაულებს. გიორგი ბერიძე, რომელიც წარსულში ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო გაასამართლეს და ამ დანაშაულისთვის შვიდწლიანი სასჯელი მოიხადა კიდეც, საქართველოში უკრაინიდან თურქეთის გავლით დღეს დაბრუნდა. მისი წინასწარი მოთხოვნით, სარფის საბაჟოზე ბერიძეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი დახვდა. ამის მიზეზი კი აჭარის პოლიციის უფროსის, დავით თამაზაშვილის მუქარაა.

გიორგი ბერიძე "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ თამაზაშვილმა მას უკვე რამდენჯერმე აიძულა ქვეყნიდან წასვლა. მისივე თქმით, მას თამაზაშვილის წარმომადგენლები დღესაც დახვდნენ სარფის საზღვართან, თუმცა ადვოკატების ადგილზე ყოფნის გამო მასთან გასაუბრებას თავი აარიდეს. გიორგი ბერიძე ამბობს, რომ დავით თამაზაშვილი მას იარაღის ჩადებით და დაპატიმრებით ემუქრება.

ყოფილ მსჯავრდებულს საქართველოში ცოლი და სამი შვილი ჰყავს. ის ამჟამად ბათუმში იმყოფება და აცხადებს, რომ უკვე დაგეგმილი აქვს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები მისი უფლებების დასაცავად.


წყარო: rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42