5 ლარის გამო მოკლული მოხუცი - ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
სამართალი - 10:32, 08 Dec, 2014     4919

ქუთაისში, ე.წ. საღორიას დასახლებაში მოხუცი ქალბატონი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. 77 წლის ცაცა ლაგაძეს თავის არეში ბლაგვი საგნით რამდენიმე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნებოდა. ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა და გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე მისულ მეზობლებს სახლის კარი – ჩამოგდებული, თეთრეულის კარადა კი გაღებული დახვდათ, ეჭვი ყაჩაღურ თავდასხმაზე მიიტანეს. ამ ეჭვებს ამძაფრებდა იქვე მყოფი მომვლელის ნაამბობი, რომელიც მეზობლებს დაბეჯითებით უმტკიცებდა, რომ მოხუცი ქალბატონი სწორედ ყაჩაღების მსხვერპლი გახდა.

55 წლის ნელი ხაჟალიამ ცაცა ლაგაძესთან მომვლელად მუშაობა დაახლოებით ორი წლის წინათ დაიწყო. მანამდე ის თურქეთში მუშაობით ირჩენდა თავს. მისი ნაამბობი მეზობლებში ეჭვს არ იწვევდა, თუმცა მომვლელის აქტიურობამ, როგორც ჩანს, სამართალდამცავები დააეჭვა და არცთუ უსაფუძვლოდ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, პოლიციამ ეჭვი სწორედ ნელი ხაჟალიაზე მიიტანა.

„გარდაცვლილის ქალიშვილი იამზე საბერძნეთში მუშაობს. ცაცას ეს ქალი უვლიდა და იამზე უგზავნიდა ხელფასს საბერძნეთიდან. როგორც გავიგე, კონფლიქტი 5 ლარის გამო მოხდა. ორი ხუთლარიანი ჰქონია ცაცას და ერთი ხუთლარიანი მიუცია, პური მოიტანეო. ამ ნელის კი მეორე ხუთლარიანი მოუპარავს. ამაზე შეკამათდნენო. როგორ თუ 5 ლარის ქურდობას მაბრალებო, აგური აიღო და თავში ჩაარტყა ამ ქალსო. რამდეჯერმე აქვს ჩარტყმული. მთელი სახლი სისხლით იყო სავსე, დაჩეჩქვილი იყო საწყალი. ასეთი სისასტიკე არასდროს შეგვიმჩნევია და არ ვიცი, ასე რამ გაამწარა. როგორ შეიძლება 5 ლარის გამო, ასეთი რამ გააკეთო. საშინელებაა“, - ჰყვება „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილის ახლობლები.


წყარო: პრაიმტაიმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42