ხოფის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისმხობს.
რუსლან ფოთელიძე ერთ-ერთია, რომელიც ტერიტორიაზე შედუღების სამუშაოებს აწარმოებდა. მისი ადვოკატის თქმით, დაკავების მოტივი უცნობია.
შსს-ს აჭარის მთავარ სამმართველოში ხელოსნებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა ხოფის ბაზრობის ხუთი მოვაჭრე.
დაკითხვის შემდეგ ოთხი მათგანი გაათავისუფლეს, ერთი კი დააკავეს.
ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედგად მიყენებული ზარალის დათვლა დღეს დილიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, ხანძარი ხოფის ბაზარზე გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. დამწვარია 50-ზე მეტი ჯიხური.
მასალის გამოყენების პირობები






