ორგანიზაცია ,,Be Hapyy" ემსახურება დაუცველთა, უმწეოთა, ღარიბთა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინირებულთა დაცვას. მისი დანიშნულებაა ინდივიდთა, ჯგუფებისა თუ საზოგადოების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა და ამაღლება. მათი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია სოციუმში და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობა.
ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ ადამიანებს შესაძლებლობებისა და უნარების გაუმჯობესებაში, რესურსების ძიებაში, ასევე შევცალოთ სოციალური პოლიტიკა იმგვარად, რომ ადამიანებმა მიაღწიონ თვითრეალიზაციას.
ჩვენს ბენეფიციარებად მივიჩნევთ:
1. სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახები და ინდივიდები
2. უმუშევრები
3. უსახლკარონი
4. ძალადობისა და უგულვებელყოფის მსხვერპლი ბავშვები
5. კანონდამრღვევი ინდივიდები და მათი ოჯახები
6. მარტოხელა მშობლები
7. ქორწინებაში არმყოფი ფეხმძიმე მოზარდები
8. ობლები, ქუჩის ბავშვები, გაშვილებული ბავშვები, განვითარების პრობლემების მქონე ბავშვები
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები
10. ემიგრანტები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები)
11. ეთნიკური უმცირესობები
12. სექსუალური უმცირესობები
13. ხანდაზმულები
14. ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის პრობლემების მქონე ადამიანები
https://www.facebook.com/pages/Be-Happy/864337153600164?ref=hl
მასალის გამოყენების პირობები






