უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით თუ დონეცკის აეროპორტს ტერორისტები დაიკავებენ, მაშინ ისინი უკვე ლვოვამდე და ბორისპოლამდეც მივლენ, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დონეცკის აეროპორტის დამცველებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომლებიც კიევში პრეზიდენტს სტუმრობდნენ.
”მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ თქვენ მთელ უკრაინას იცავთ. დავთმობთ ”დონეცკს”- მტერი უკვე ბორისპოლში ან ლვოვში იქნება.”- განაცხადა პოროშენკომ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა უკრაინის გენერალური შტაბის მეთაური ვიქტორ მუჟენკო, მან თავის მხრივ განაცხადა, რომ შეიარაღების პრობლემის მიუხედავად, არმიის ბრძოლისუნარიანობა იზრდება.
”დონეცკის აეროპორტი მამაცობის და სამხედრო სულის ჭეშმარიტი სიმბოლოა, მაღალი მორალური ღირსების და ჩვენი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობის მტკიცებულება”- განაცხადა მუჟენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






