რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ 2008 წელს საქართველომ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული მშვიდობისმყოფელების უსაფრთხოება არ დაიცვა.
„მე ვსაუბრობ სარკოზი-მედვედევის გეგმაზე, სადაც იყო პრეამბულა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტები მოუწოდებენ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ. როდესაც სარკოზიმ ის თბილისში ჩაიტანა, სააკაშვილმა წაშალა ეს ნაწილი. ფრანგმა კოლეგებმა კი რატომღაც ამის შესახებ არავის არაფერი უთხრეს. ამიტომ არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელსაც მოსკოვში მოეწერა ხელი და მეორე, რომელიც გადაშლილი პრეამბულით გამოჩნდა თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ. აქ შედიოდა საქართველოს ვალდებულება, დაეცვა მშვიდობისმყოფელები და არ გამოეყენებინა ძალა, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ეს ვალებულება გათელა“ - განაცხადა ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






