ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის რჩევით, ადამიანი ყურადღებით უნდა მოეკიდოს წინაპრების დაკვირვების შედეგად დაგროვილ ინფორმაციას და გაითვალისწინოს მინიშნებები:
"მინიშნებები გვამცნობენ, რომ აი ამ მოვლენის შედეგად ხდება ასეთი რამ. რატომ ხდება შეიძლება ვერავინ ვერ ახსნას. მაგრამ ხდება. ამაზე დაკვირვებულები არიან და ეს ინფორმაცია ფაქტიურად ხდება, აი მაგალითად:
გთავაზობთ რამდენიმე მინიშნებებს:
მიწის ყიდვის დროს, ნაკლები ფასის კუპიურებით გადაიხადეთ! - უკეთესია!
ფულს ნუ აიღებთ ან გასცემთ ვალში ორშაბათ დღეს!
მზის ჩასვლის შემდგომ ვალში ნურაფერს ნუ გასცემთ!
ღამე ნუ დატოვებთ დანას მაგიდაზე!
დანიდან ნუ მიიღებთ საკვებს!
წყლიან ჭურჭელს ღამით ნუ დატოვებთ თავდაუხურავს, აუცილებლად დააფარეთ!
მოჭრილი თმა და ფრჩხილები არ გადააგდოთ, დაწვით ან გაატანეთ წყალს!
ფრჩხილები უმჯობესია მოიჭრათ პარასკევ დღეს!
სხვა ადამიანმა არ უნდა დატოვოს თქვენს სავარცხელზე თავისი თმა, ეს არა მარტო ჰიგიენური კუთხით არის მიუღებელი, არამედ ენერგეტიკული თვალსაზრისითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს წაიღებს თქვენს ენერგიას!
პარასკევს დღეს ნუ დაგვით და ნუ მორეცხავთ იატაკს, მითუმეტეს თუ ოჯახის წევრი მიემგზავრება სადმე!
ვალად ნუ გასცემთ ფულს სამშაბათს!
საღამოს ნუ დაახურდავებთ ფულს!
საღამოს ნუ იანგარიშებთ და ნუ დაითვლით ფულს!
ფული უნდა აიღოთ მარცხენა ხელით, ხოლო გასცეთ მარჯვენათი!
მასალის გამოყენების პირობები






