„უკრაინის და ევროკავშირის შეთანხმების დროს ჩვენთან არანაირი დიალოგი არ ყოფილა, ჩვენ გვითხრეს, რომ ეს ჩვენი საქმე არ იყო და უბრალოდ და ხალხურად რომ ვთქვათ, რუსეთი მოშორებულ ადგილზე გაუშვეს.“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
„მაშ კარგი, თქვენ არ გსურთ ჩვენთან დიალოგის წარმოება, მაგრამ ჩვენ იძულებულები ვიქნებით ჩვენი კანონიერი ინტერესები დავიცვათ ცალმხრივად და არ დავხარჯოთ თანხა ჩვენი აზრით მცდარ პოლიტიკაში.“ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა რომ ასოცირებაზე ხელმოწერის მიუხედავად სავაჭრო ეკონომიკური ნაწილის ამოქმედება უკრაინამ ვერ შეძლო.
„ასე რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მართალი აღმოვჩნდით. ისმის კითხვა, რისთვის ხდება ეს ყველაფერი უკრაინაში, რისთვის მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება, რისთვის ისროდნენ და ისვრიან ახლაც და ხოცავენ ხალხს? რისთვის დაანგრიეს ეკონომიკა, ფინანსები და სოციალური სფერო? რისთვის გაანადგურეს ქვეყანა?“, - განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






