სპეცოპერაციისას რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდიმნარეობდა დასრულებულია. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განაცხადებით სამართალდამცავებმა 7 ამბოხებულის ლიკვიდაცია შეძლეს.
გროზნოს ცენტრალურ რაიონში, შეტაკება პოლიციელებსა და ამბოხებულებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ რაიონში საეჭვო პირები გააჩერა. ამბოხებულებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 3 პოლიციელი დაიღუპა. მოგვიანებით კი ამბოხებულებმა მძევლები აიყვანეს და ქალაქის ცენტრში მდებარე ერთერთი სტამბის შენობა დაიკავეს. მათ 10-მდე ადამიანი ჰყავდათ მძევლად აყვანილი.
კადიროვის განცხადებით, გამთენიისას შენობიდან მძევლების უვნებლად გამოყვანა მოხერხდა. ჩეჩნეთის დედაქალაქში კი ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადა.
სროლის ხმა გროზნოს ცენტრალურ რაიონში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები გროზნოში მოპარული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






