შსს-ს წარმომადგენლებმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია მოსწავლეებს გააცნეს
სამართალი - 10:00, 04 Dec, 2014     1426

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან შეხვედრა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა ნონა გიქოშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგმა ნინო ნადირაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელმა მარეხ კირთაძემ მოსწავლეებს განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, მოძალადე კი ისჯება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები. მათ მოსწავლეებს ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლის შესახებ ესაუბრნენ და განუმარტეს, რომ ძალადობა დასჯადია, პოლიცია ყოველთვის იცავს ადამიანის უფლებებს და იმისთვის, რომ პოლიციამ შეძლოს ძალადობის მსხვერპლის დახმარება, აუცილებელია მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია და ოჯახში ძალადობა უკვე 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლები აჩვენეს. ვიდეორგოლების მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა და შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. სოციალური კამპანიის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების საშუალებით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ყოველდღიურად იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42