მათი თქმით, ციხის თანამშრომლის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე აქამდე იმის გამო დუმდნენ, რომ ამაზე თავად მსჯავრდებული აფრთხილებდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ისაევი მიყენებული დაზიანებების გამო მოხდვა.
„ჩვენ არ გვჯერა გარდაცვალების ვერსიის. ის მოკლეს. მას საკუთარი თავი ძალიან უყვარდა. გვეუბნებოდა, აქ მკლავენო. გია ლაზიაშვილი ახსენა, ამბობდა მან კედელზე თავი ისე მარტყმევინა ლამის მომკლაო“, - განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას გარდაცვლილის დამ.
ისაევის ოჯახის წევრების ინფორმაციით, გლდანის ციხეში ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები იყიდება.
„რამდენჯერმე ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ იყო, რომ კომაში ჩავარდა. საიდან შედიოდა ზონაზე ეს პრეპარატები?“, - ამბობს ისაევის ოჯახის ახლობელი.
ჯემალ ისაევი სასჯელაღსრულების #18 დაწესებულებაში გარდაცვლილი 2 დეკემბერს იპოვეს. სამინისტროს ვერსიით, მსჯავრდებულმა თავი მოიკლა.
მასალის გამოყენების პირობები






