ულამაზესი აიშვარია რაი „მის ინდოეთი“ 1994 წელს გახდა. იგი ამჟამად 40 წლისაა, თუმცა მის გარეგნობას წლები ვერაფერს აკლებს. თავად აიშვარია ამას შემდეგი მიზეზბით ხსნის:
1. თვითკონტროლი და მკაცრი დისციპლინა
სამოდელო კარიერის დასაწყისიდან დღემდე აიშვარია მკაცრად იცავს დისციპლინას როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საკუთარი გარეგნობის კონტროლისას. იგი არასდროს წვება დასაძინებლად, თუ არ მოიხსნა მაკიაჟი, ყოველდღე იტენიანებს სახესმ კვირაში ერთხელ იყენებს პილინგსა და სკრაბს, უვლის კანს.

2. სწორი კვება
აიშვარია ვეგეტარიანელია და იშვიათდ მიირთმევს თევზს. არ ეწვა და სვამს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - ფრანგულ ღვინოს.
3. დღის რეჟიმი და ძილი
თავად აიშვარიას მიაჩნია, რომ მთავარი მისი სილამაზის შენარჩუნებაში ძილია, რაც მას ნაოჭებისაგან იცავს. აიშვარია არ იძინებს გვიან და ყოველდღე არანაკლებ 8 საათი სძინავს.

4. ფიტნესი
ყველა ინდოელის მსგავსად, აიშვარია გასუქებისაკენაა მიდრეკილი, მაგრამ იგი რეგულარულად ვარჯიშობს და ფიტნესითაა დაკავებული.
5. წყალი
ყოველ დილით აიშვარია ერთ ჭიქა წყალს სვამს. ეს მეთოდი პოპულარულია თითქმის ყველა დიეტოლოგისათვის. გარდა ამისა აიშვარია დღეში 8-10 ჭიქა წყალს სვამს.

6. მზისაგან დაცვა
სანამ ქუჩაში გავიდოდეს, აიშვარია მზისგან დამცავ კრემს ისმევს. ამის გამო მისი კანი მუდმივად ღიაამ რაც განსაკუთრებულ აღფრთოვანებას სწორედ ინდოეთში იწვევს.
7. თმის ნიღბები
აიშვარია თმას ბხოლოდ ნატურალური კომპონენტებით უვლის. ის სხვადასხვა თვის ზეთებს იყენებს, უფრო ხშირად პალმის ან ქოქოსისგან დამზადებულს. ამ პროცედურას იგი ძილის წინ აკეთებს - ზეთებს თმის ძირებში იზელს, ხოლო დაბანის დროს - მთელ თმაზე.
მასალის გამოყენების პირობები






