შსს-მ ყვარელში პოლიციელის მკვლელობაში მონაწილე სამი პირი დააკავა
სამართალი - 19:03, 02 Dec, 2014     2502

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ივანე ი, 1986 წელს დაბადებული გიორგი ს. და 1986 წელს დაბადებული გიორგი კ. განზრახ მკვლელობის დანაშაულში ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ილია ს-ს დანაშაულის აღსრულებაში ეხმარებოდნენ. კერძოდ, ივანე ი-მ 30 ნოემბერს, გამთენიისას, ინგლისიდან ჩამოსულ ილია ს-ს ცეცხლსასროლი იარაღი დაახვედრა და ავტომანქანით გადაადგილებაში ეხმარებოდა, ხოლო გიორგი ს-მ და გიორგი კ-მ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლი და მისი მოძრაობის მარშრუტი დაუდგინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ივანე ი-მ დანაშაულის ჩადენის იარაღი გადაჭრილი სანადირო თოფი, რომლიდანაც ილია ს-მ პოლიციელს ესროლა, კვალის დაფარვის მიზნით დაშალა და მდინარე დურუჯში გადააგდო. სამართალდამცველებმა აღნიშნული იარაღის ნაწილი მდინარიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ივანე ი. თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, გიორგი ს. თბილისში, პეკინის გამზირზე, ხოლო გიორგი კ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის დანაშაულში ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-108-ე მუხლით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42