ათენის პოლიცია დაკავებული ქართველების შესახებ მედიას ესაუბრა
სამართალი - 15:20, 02 Dec, 2014     2613

ათენის პოლიციის წარმომადგენლებმა, მედიას დაკავებული ქართველების მიერ ჩადენილი მკვლელობის და სხვა დანაშაულების დეტალები გააცნეს.

მათი განცხადებით, დამნაშავეთა კვალს პოლიციამ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიაგნო. დაკავებულია 5 ბრალდებული, 2-ს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

"2013 წლის 3 სექტემბერს კალითეას რაიონში პირველ სართულზე მცხოვრები 58 წლის მამაკაცი ნაწამები და მოკლული ვიპოვეთ. ის დაბმული იყო სკამზე და სასტიკად იყო ნაცემი. ის იყო ტავერნის მეპატრონე,“ - განაცხადეს პოლიციაში.

მათივე თქმით, საქმე ამავე პირების წინააღმდეგ, მკვლელობის გარდა, ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება-რეალიზაციის მუხლითაც არის აღძრული, რადგან ბრალდებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნაპოვნია სპირტით სავსე კონტეინერები, რომლითაც ქართველები სასმელებს არალეგალურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ კარის საკეტების გახსნისთვის საჭირო ინსტრუმენტებიც ამოიღო.

ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებულთაგან ერთი ქალია. ის ტავერნაში მუშაობდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, სწორედ მან შეატყობინა სავარაუდო ბრალდებულებს, რომ ტავერნის მეპატრონე საკუთარი სახლის სეიფში დიდი რაოდენობით თანხას ინახავდა.

პოლიცია იმედოვნებს, რომ დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დასაკავებლად ქართველი კოლეგები მათთან ითანამშრომლებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42