"იმას ვერ დავთანხმდებოდი, რაც "იმედში" შემომთავაზეს" - ლევან ჯავახიშვილი:
პოპულარული ტელესახე, ლევან ჯავახიშვილი, დღესდღეობით უმუშევარია. ტელეკომპანია "იმედი" დატოვა, რადგან, როგორც "სარკესთან" ამბობს, არხის ხელმძღვანელების მიერ შეთავაზებული წინადადება მისთვის მიუღებელი იყო. არც ახალ სამსახურში გაუმართლა. ახალგახსნილ ტელეკომპანიაში მიიწვიეს, რომელიც ეთერში უნდა გასულიყო, მაგრამ არხის მუშაობა შეჩერდა და რეალურად როდიდან აიღებს სტარტს, არავინ იცის.
სამი შვილის მამა, გამოცდილი ტელეწამყვანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეორედ იქორწინა და ახალშექმნილ ოჯახზეც პასუხისმგებლობა აკისრია, რეალურად სამსახურის გარეშეა დარჩენილი. ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყველას მოეხსენება, ეს რას ნიშნავს, ლევანიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახლა გამოსავლის ძიებაშია და, როგორც "სარკესთან" ამბობს, მზად არის, სხვადასხვა შეთავაზებები განიხილოს.
– ლევან, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ წერილი, სადაც "იმედის" შემოქმედებით გუნდს ძალიან თბილი სიტყვებით დაემშვიდობეთ და არხი დატოვეთ. რა მოხდა, რამ გიბიძგათ, რომ წასულიყავით?
– შემოქმედებით ჯგუფს ახლაც იმავეს ვეტყვი. რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, იმ ადამიანებს, რომლებიც "იმედში" მუშაობენ, ჩემიანებად ჩავთვლი. მიმაჩნია, რომ მეც მათი გუნდის წევრი ვარ. რაც შეეხება წამოსვლის მიზეზებს, როდესაც არ ეთანხმები რაღაც–რაღაცეებში მენეჯმენტს, გაუგებარ მარკეტინგულ სვლებს, უნდა ადგე და წამოხვიდე. ეს ნორმალურია. ამაში სკანდალურს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.
– არასწორი მენეჯმენტი, გაუგებარი მარკეტინგული სვლები – ეს ყველაფერი თქვენ შეგეხოთ?
– ახალ სატელევიზიო სეზონში იყო გარკვეული შემოთავაზებები, სადაც ჩემი თავი ვერ დავინახე. როდესაც საინფორმაციო გამოშვების სპორტის პროდიუსერობაზე არის საუბარი საინფორმაციოში, სადაც არ არსებობს სპორტული ბლოკი, ბუნებრივია, მისი პროდიუსერი ვერანაირად ვიქნებოდი. ელემენტარულად უხერხულად ვიგრძენი თავი ჩემს მეგობრებთან, განსაკუთრებით სანდრო გოჩიშვილთან, რომელიც სპორტს აშუქებს. ერთი სიუჟეტისთვის პროდიუსერი არ არის საჭირო.
– გამოდის, რომ საკუთარი თავი ამ არხზე ვეღარ დაინახეთ?
– სპორტული პროდიუსერის რანგში – ნამდვილად ვერა. ამ შემოთავაზებას იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი, თუ არხზე დიდი სპორტული ტოქ შოუ გაკეთდებოდა. ქართულ სპორტში უამრავი პრობლემაა და ჩემს გამოცდილებას ამ მიმართულებით სიამოვნებით გამოვიყენებდი.
– თქვენი სიტყვებიდან ჩანს, რომ ძირითად საქმეს გაშორებდნენ და მხოლოდ სპორტული ბლოკის პროდიუსერობას გთავაზობდნენ.
– პრაქტიკულად ასე გამოვიდა.
– ანუ ეს იყო არხის მხრიდან ზრდილობიანი "ნახვამდის"?
– არა, უბრალოდ იყო სხვა შეთავაზება. მეც რომ ვიყო რომელიმე არხის ხელმძღვანელი, ჩემი ხედვა მექნება და ასევე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ადამიანებს ჩემთან მიმართებაში ასეთი ხედვა ჰქონდათ, სადაც ჩემი თავი ვერ დავინახე.
– ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი არ გაგიჩნდათ?
– არანაირი პროტესტი არ გამჩენია. სოციალურ ქსელში ვნახე ფრაზები, ლევანმა "იმედი" პროტესტის ნიშნად დატოვაო. ვერ ვხვდები, ასე გამძაფრება რატომ გიყვართ. ჩვეულებრივი მომენტია, როდესაც რაღაცაში ვერ ეთანხმები არხის მენეჯმენტს, უნდა ადგე და წამოხვიდე. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ტელევიზია იქნება, საფეხბურთო გუნდი თუ ჟურნალი.
წყარო http://sana.ge/
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა