შსს-მ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამართალი - 10:04, 02 Dec, 2014     1738

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ოთარ ვ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეიარაღებული ბრალდებული რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის მცდელობისას ოჯახის წევრების მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო მიმალვას ცდილობდა. სამართალდამცველებმა ოთარ ვ. აღნიშნული სახლიდან 200 მეტრში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ამავე დღეს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროულის მაღაზია „კიდობანი“ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დააყაჩაღა, დიდი ოდენობით ძვირფასეულობა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ოთარ ვ-მ ყაჩაღობის ფაქტიდან რამდენიმე საათში ორი საცხოვრებელი ბინაც გაქურდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მოპარული ნივთები, დაყაჩაღებული ძვირფასეულობის ნაწილი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის, ბინის ქურდობის, ქურდობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 19-177-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42