თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის გასაპროტესტებლად ანკარის მთავარ მოედანზე ყირიმელი თათართა წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციები შეიკრიბნენ. ისინი რუსეთის პრეზიდენტს ყორიმის თათარ მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ და სკანდირებდნენ „პუტინ, გაეთრიე ყირიმიდან“ , აქციის მონაწილეებს მოტანილი ქონდათ იმ ყირიმელი თათრების სურათებიც, რომლებიც მას შემდეგ დაიკარგნენ უგზო-უკვლოდ რაც რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.“
პუტინი ანკარაში დღეს ჩავიდა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება პუტინის და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრაზე საუბარი ყირიმელი თათრების მდგომარეობასაც შეეხება. ანკარა კრემლის მიერ ყირიმის ანექსიის მოწინააღმდეგეა და ნახევარკუნძულზე მობინადრე თათრების უფლებებით შეშფოთებულია. პუტინი და ერდოანი ენერგოსფეროში თანამშრომლობაზეც მოილაპარაკებენ.
მასალის გამოყენების პირობები






