ცომი გააკეთეთ საფუარით.
1 ჩაის კოვზი საფუარი
2 ჭიქა ფქვილი
3/4 ჭიქა თბილი წყალი
1 ჩაის კოვზი შაქარი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
ზემოჩამოთვლილი პროდუქტის რაოდენობა სრულიდ საკმარისია 2 პიცის გამოსაცხობად.
საფუარი, შაქარი და წყალი აურიეთ ერთმანეთში და 10-15 წუთით დაასვენეთ :))) ამ დროის მანძილზე ნაზავმა ოდნავ ქაფი თუ "მოიკიდა", ე.ი. საფუარი "ამუშავდა". :))
შემდეგ ყველაფერ ამას დაუმატეთ მარილი და 1 ჭიქა ფქვილი, კარგად აურიეთ და დაამატეთ ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ მზესუმზირის ზეთიც გამოიყენოთ).
ბოლოს დაამატეთ დარჩენილი 1 ჭიქა ფქვილიც და მოზილეთ ელასტიური ცომი.
მიღებული ცომი გააბრტყელეთ ძალიან თხლად, დაახლოებით 3 მილიმეტრის სისქეზე. გაბრტყელებულ ცომს გადაუსვით კეტჩუპი (ძალიან მომწონს McDonalds-ის, იყიდებ ყველა სუპერმარკეტში), ზემოდან მოაყარეთ ერთმანეთში არეული მოცარელა და პარმეზანი (ესენიც სუპერმარკეტში შევიძინე, იყიდება პირდაპირ დაფხვნილი), პომიდვრები დაჭერით მრგვალად და ყველზე დაალაგეთ. მოაყარეთ დაფხვნილი ორეგანო და ზემოდან მოასხი ზეითუნის ზეთი.
გამოაცხეთ 220-250 გრადუსზე 5-7 წუთის განმავლობაში.
გაამოთ!!! :)))))))))))))
ეკა
მასალის გამოყენების პირობები






