ღვინო მხოლოდ ვენახი და საწნახელი არ გახლავთ, როცა ლალისფერ ღვინოს ჩამოასხავ, სული, გული, საქართველოს სიყვარული და დიდი ბაბუის ხსოვნა ერთად გუბდება ბროლის ჭიქაში...
ტრადიციები და მონატრება, სიყვარული და სიცოცხლის გაგრძელება - ასეთი ბუკეტი იფრქვევა „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მუკუზანის ბოთლიდან...
მე-19-ე საუკუნის 80-იან წლებში ერთმა ნიჭიერმა გურულმა ანთიმოზ ჩხაიძემ სოფელ ასკანაში მარანი გამართა, ღვინო დააყენა და ოჯახი დალოცა... პირველი ჭიქის შემდეგ ჩხაიძეების მარანის კარი გამუდმებით ჭრიალებს...
შვილებმა და შვილიშვილებმა ბაბუის ტრადიციები გააგრძელეს - ასე გაჩნდა 1998 წელს ჯერ კომანია „ასკანელი ძმები“ და 2001-ში მისი შვილობილი „კახური ტრადიციული მეურნეობა“...
ვერცხლი - ვერცხლად, ოქრო - ოქროდ, წარმატება - წარმატებად, სიყვარულის და მშვიდობის სადღეგრძელოები და ანთიმოზ ჩხაიძის ხსოვნის გაგრძელება...
თქვენს წინაშეა უნიკალური საჩუქარი უცხოელი სტუმრებისთვის და საუკეთესო ლხინის გვირგვინი - ჩხაიძეების მუკუზანი, საფერავი, გურჯაანი, ცოლიკაური, წინანდალი...
„კახური ტრადიციული მეურნეობა“ ქართული ვენახის, მზის, ზღვის, კარგი ქართული ხასიათის და მასპინძლობის ერთიანობაა....
ნახეთ, რა ღვინოა www.ktw.ge
ხვალ, როგორც ძველი გურული იტყოდა კეთილი „ფეხადი“ (მეკვლე) მოგსვლოდეთ... კარგი წელი გქონოდეთ, ბევრი ბედნიერება და ბევრი სიყვარული...
მასალის გამოყენების პირობები






