"სოფლელი ქმარი თბილისში ჩემს ბინაში გაბატონდა, მე კი სოფელში გამიშვა"
დედისერთა ვარ. მშობლები ხელისგულზე მატარებდნენ. ბედნიერი ბავშვობა მქონდა. უკვე მოზრდილ ასაკში ბიცოლასგან გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი და ჩემი ცხოვრება მთლიანად ამოყირავდა. არ ვიცი, ასე რატომ იმოქმედა ამ ამბავმა. შეიძლება იმიტომ, რომ მშობლები სიგიჟემდე მიყვარდა და მინდოდა, ისინი ჩემი ბიოლოგიური დედ–მამა ყოფილიყვნენ.
ალბათ აქედან მოდიოდა ჩემი გაბრაზება საკუთარ თავზე, საკუთარ ბედზე. ჯავრი კი საბოლოოდ იმ ადამიანებზე ვიყარე, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა და მათაც ყველაზე მეტად ვუყვარდი. მშობლების მიმართ პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოვხატავდი. ერთ–ერთი პროტესტი კი ის იყო, რომ სოფლელ ბიჭს, რომელსაც სულ რამდენჯერმე შევხვდი, ცოლად გავყევი.
მშობლებმა იფიქრეს, დავწყნარდებოდი, ოჯახს რომ მოვეკიდებოდი და ამიტომ ჩემი ქმარი ჩაისიძეს. მართლებიც აღმოჩნდნენ, დავმშვიდდი და დედ–მამის მიმართ მეტი პატივისცემა გამიჩნდა. შვილები რომ გავაჩინე, ჩემი მშობლები უზომოდ ბედნიერები იყვნენ. მერე კი უცებ გამომეცალნენ ხელიდან, ორ წელიწადში ორივე დავკარგე. ეს ჩემთვის უდიდესი ტრავმა იყო. იმასაც კი ვფიქრობდი, ამის შემდეგ ღირდა თუ არა ჩემი ცხოვრება.
ქმარი მუშაობით არასოდეს იკლავდა თავს, მამაჩემს პატარა მაღაზია ჰქონდა და მთელი ოჯახი მასზე ვიყავით დამოკიდებული. მისი გარდაცვალების შემდეგ მაღაზია ვეღარ ვამუშავეთ და, როგორც კი ჩემს ქმარს სარჩო მოაკლდა, გამხეცდა. ჩვენ შორის კონფლიქტი დაიწყო. ბოლოს პურის ფული რომ აღარ გვქონდა, მითხრა, ჩემი მშობლების სახლში წავიდეთ სოფელში, იქ ვიშრომებთ და რამე გვექნებაო. გავყევი, რადგან მთავარი შვილების გამოკვება იყო.
ჩემი მშობლების დანაზოგი მთლიანად სოფლის სახლის გარემონტებას, ვენახების ყიდვას მოვახმარე. მართლაც გაგვიჩნდა სარჩო. მიწასაც ვამუშავებდი, ვენახებსაც ვუვლიდი, ეზოში ხეხილი გვქონდა, საქონელი, ფრინველი გავიჩინე და ამოვისუნთქე. შვილებს საჭმელი აღარ აკლდათ.
გაგეცინებათ და, ჩემმა სოფლელმა ქმარმა სოფელში ცხოვრება ვერ აიტანა. სულ რამდენიმე თვე გაძლო მშობლიურ სახლში, მერე კი დაჰკრა ფეხი და თბილისში წავიდა. მითხრა, იქ სამსახურს ვიშოვი და მერე შენც წამოხვალ, სულ აქ ხომ არ ვიქნებითო. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გახდა. თავიდან მის საქციელს ვამართლებდი, რადგან ოჯახში ცოტა ფული შემოჰქონდა, ბავშვებს ყურადღებას აქცევდა, მერე კი ერთი თეთრიც აღარ მოუცია. ამბობს, რომ მუშაობა აღარ არის, რომ ქვეყანაში გაჭირვებაა და ა.შ.
ჩემი შვილები გათხოვდნენ, თავიანთ სახლებში ცხოვრობენ. ქმარი კი თბილისში, ჩემს სახლშია გაბატონებული, მე სოფელში ვცხოვრობ. თავს მშვენივრად გრძნობს, რადგან სოფლის პროდუქტები არ აკლია, აქედან ყველაფერი მიაქვს. რასაც შოულობს, თავის თავს და საყვარლებს ახმარს. თბილისელი მეზობლები მეუბნებიან, შენს სახლში ნაირ–ნაირი ქალები ცხოვრობენო. მათი თქმა რად მინდა, ისედაც ვიცი. ქმარს ვეუბნები, რომ ჩემი სახლიდან წავიდეს, მაგრამ არ თმობს. ჩხუბობს, იმ სახლში უამრავი რაღაც მაქვს გაკეთებულიო. სახლის რემონტი ორჯერ გავაკეთეთ, ავეჯიც შევცვალეთ. ამ ყველაფერში მონაწილეობა აქვს მიღებული, მაგრამ ვისი ფულით? აი, ეს კი არ აინტერესებს. ამბობს, ეს ჩემი სახლიც არისო. იქამდე დაეცა, რომ საკეტიც კი გამოცვალა, რომ მე და ჩემი შვილები არ შევიდეთ.
მეუბნებიან, იბრძოლე და შენს სახლს დაუბრუნდიო, მაგრამ უკვე ძალა არ მაქვს. აქ, სოფელში, ყველაფერი ავაწყვე, ჩემი სარჩო მაქვს. თბილისში რომ ჩამოვიდე, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო და არ ვიცი, ამას შევძლებ თუ არა. გულზე ვსკდები, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი მშობლების სახლში უღირსი კაცი ცხოვრობს და ჩვენს ოჯახს ბილწავს. ზოგჯერ ძალიან მინდა, ყველაფერი თავიდან დავიწყო, მაგრამ როგორ? ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობ. სარკის ერთგული მკითხველი
http://sana.ge/
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა