5 ქვეყანა, სადაც ყველაზე უცნაურად აღნიშნავენ ახალ წელს
ეს საინტერესოა - 13:23, 01 Dec, 2014     5210
ირანი
ირანში ახალ წელს 21 მარტს ხვდებიან. ირანელები ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე პატარა ქოთნებში ხორბლის მარცვლებს თესავენ. ისინი ახალი წლისთვის აღმოცენდებიან ხოლმე, რაც სიმბოლურად გაზაფხულისა და ახალი წლის დაწყებას გამოხატავს.
ავღანეთი
ავღანეთში ახალ წელს, ისევე, როგორც ირანში, გაზაფხულის ბუნიაობის დღეს - 21 მარტს ზეიმობენ. სოფლის თავკაცი მინდორში გადის და პირველ კვალს ავლებს. მას ყველაზე პატივსაცემი თანასოფლელები მიჰყვებიან. სპირტიანი სასმელების გამოყენება კანონითაა აკრძალული, ამიტომ ღვინოს ტკბილეულით ცვლიან. ტრადიციულად, ქალები მამაკაცებისგან განცალკევებით იკრიბებიან. თავიანთი თავშეყრის ადგილის წინ ისინი, ჩვეულებრივ, გუშაგ გოგონას აყენებენ.
ინდონეზია
ინდონეზიაში ახალ წელს ძალზე უჩვეულოდ აღნიშნავენ. მაგალითად, კუნძულ ბალიზე დღესასწაული ათი დღის განმავლობაში გრძელდება. ამ დღეებში აღმართავენ ხოლმე შეღებილი ბრინჯის ორმეტრიან კოლონებს, რომლებიც ღმერთებისთვის არის განკუთვნილი. ზეიმის დამთავრების შემდეგ კოლონებს შლიან და სახლებში მიაქვთ.
ანგოლა
ანგოლის მცხოვრებლები ყოველწლიურად აწყობენ `ობისას~ ტრადიციულ ზეიმს, რაც ეძვნება ახალი წლის შეხვედრას, წინაპართა ხსოვნას. ზეიმის დროს ტარდება უსიამოვნებებისა და გასული წლის მანძილზე დაშვებული შეცდომებისა და უღირსი საქციელისგან „განწმენდის“ რიტუალი. დიდი და პატარა მთელი კვირის განმავლობაში თავდავიწყებით ცეკვავს `წმინდა დაფდაფების თანხლებით. რიტუალურ სიმღერებში გაისმის მოწოდება წინაპართა სულებისადმი, რათა ისინი დაეხმარონ მათ შთამომავლებს. ისჯებიან ისინი, რომლებიც შემჩნეული იყვნენ ზნეობრივ ნორმათა დარღვევაში.
ნაურუ
კუნძულ ნაურუს ბინადრები, ძველი რწმენის თანახმად, ყოველ წელს იცვლიან სახელს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ უწმინდურ ძალებს აუბნიონ თავგზა. ყველაფერი კი ასე ხდება: პირველ იანვარს, გაღვიძებისას, ოჯახის წევრები პირს ხელისგულით იფარავენ და ერთმანეთს თავიანთ ახალ სახელს უმხელენ. ამასთან, რომელიმე მათგანი დაირას აჟღერებს, რათა ბოროტმა სულმა ვერაფერი მოისმინოს. თუკი ორი თანატომელი ერთმანეთს გზაზე ხვდება, ორივე ჩაიცუცქებს და ერთმანეთს ყურში ჩასჩურჩულებენ თავიანთ სახელს, თანაც ამ დროს, `მეტი უსაფრთხოებისთვის~, მთელი ძალით უშენენ ჯოხს ან ხელისგულს მიწას. ყველა თვითონ ირჩევს თავის სახელს, რის შედეგადაც ხშირად ხდება სხვადასხვა კაზუსი. ასე, მაგალითად, რომელიღაც წელს ერთი სოფლის მცხოვრებთა ნახევარზე მეტს... მაიკლ ჯეკსონი ერქვა!
წყარო:etanews.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42