სანქციების და ნავთობის ფასის რეკორდული ვარდნის გამო რუსული ეკონომიკა გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის მოსახლეობამ უკვე იგრძნო გარკვეულ პროდუქტების დეფიციტი. განსაკუთრებით გაძვირდა პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი. ხელმძღვანელობამ გამოსავალის ძიება დაიწყო და ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად საკვებ პროდუქტებზე ბარათების დაწესება გადაწყვიტა.
საბარათე სისტემა ჯერჯერობით 4 რეგიონში შემოიღეს, ესენია სარატოვის , ომსკის, ულიანოვსკის ავტონომიურ ოლქებში და მორდვეთის რესპუბლიკაში. ბარათების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ადგილობრივი წარმოების პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების შეძენა. სპირტიანი სასმელების და სიგარეტის შეძენას ტალონები არ ითვალისწინებს.
ბარათების გაცემაზე პასუხისმგებელი პირების განცხადებით, აღნიშნული ბარათებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა შორის პროექტის ავტორები მოიაზრებენ მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
აღნიშნულ 4 რეგიონში ბარათების სისტემის წარმატებით მუშაობის შემთხვევაში, ხელისუფლება გეგმავს საბარათე სისტემა მთელ რუსეთის ფედერაციაში დანერგოს.
მასალის გამოყენების პირობები






