ევროკავშირმა 29 ნოემბერს იმ პირთა დამატებითი სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები შეეხება.
სიაში შეყვანილია 13 პოლიტიკოსი და ე.წ დონბასის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული 5 პარტია .
სიაში შესულია ლუგანსკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სერგეი კოზიაკოვი, ე.წ დონბასის სახალხო რესპუბლიკის პარლემენტის ვიცე სპიკერი ალექსანდრ კოფმანი, ასევე პირველი ვიცე პრემიერი რავილ ხალიკოვი, ასევე ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი დმიტრი სემენოვი. თავდაცვის მინისტრი ოლეგ ბუგროვი, განათლების მინისტრი ლესი ლაპტევოი და საარჩევნო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
„შავ სიაში“ შესულ პირების მიმართ სანქციები გულისხმობს, მათ არ შეშვებას ევროკავშირის ფარგლებში და ევროკავშირის წევრ ქვეყნების ბანკებში მათი აქტივების გაყინვას.
მასალის გამოყენების პირობები






