რუსეთის სახელმწიფო დუმას თავდაცვის კომიტეტის წევრის ვლადიმერ ბესონოვის განცხადებით „მისტრალის“ გადაცემის შეჩერების საპასუხოდ აუცილებელია რომ რუსეთში ფრანგული ღვინის იმპორტი აიკრძალოს,
„მოდით ავკრძალოთ ფრანგული ღვინის გაყიდვა რუსეთში, ამაზე ლაპარაკის დაწყებაც კი ჩვენ სასურველ შედეგს მოგვცემს“- განაცხადა ბესონოვმა.
სახელმწიფო დუმას წევრი ვერტმფრენმზიდის საფრანგეთისთვის შეკვეთას შეცდომად თვლის, რადგან საფრანგეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.
„ამჟამად ნატოს ქვეყნებში საკვები პროდუქტის შეკვეთაც კი არ შეიძლება, არათუ შეიარღების, იმიტომ რომ უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ყველაზე დიდი სისულელე, რომ არ ვთქვათ რომ ეს არის მავნებლობა, ამასთანავე რუსული ვერტმფრენები ვერ შეძლებენ, ამ ვერტმფრენმზიდზე დაჯდომას“- აცხადებს დეპუტატი.
დეპუტატის აზრით რუსეთი ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე, საბრძოლო იარაღი და ტექნიკა კი მხოლოდ რუსეთში უნდა დაამზადონ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთისთვის „მისტრალის“ გადაცემის შეჩერების გადაწყვეტილება 25 ნოემბერს მიიღო. გადაწყვეტილების მიზეზად კი უკრაინაში არსებული სიტუაცია დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები






