იმ შემთხვევაში თუ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან პირდაპირი გამოწვევა იქნება, რუსეთს აქვს ყველა შესაძლებლობა უზრუნველჰყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მსოფლიოში, ჩინეთთან, ისლამურ სამყაროსთან და ლათინურ ამერიკასთან ერთად - ამის შესახებ სტავროპოლში გამართულ საეკლესიო ფორუმზე მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ, დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა განაცხადა.
ფორუმი, რომელის თემაც „ გლობალური გამოწვევები-რუსული პასუხი“ იყო, სტავროპოლში შედგა და მასში დაახლოებით 450 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის პოლიტიკოსები,მეცნიერები, დეპუტატები, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეები, როგორც რუსეთიდან ასევე საზღვარგარეთიდანაც.
ჩაპლინის თქმით რუსეთმა თავის ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე, არაერთხელ მოიგერია დასავლეთისა და აღმოსავლეთის თავდასხმა-„ჩვენ მოვიგერიეთ ის მოდელები, რომელსაც ჩვენ ძალადობით თავს გვახვევდნენ, მაგრამ ერმა არ მიიღო. ჩვენ გავიმარჯვეთ იმათზეც ვინც დღეს ცდილობს ჩვენი ცხოვრება მოაწყოს ჩვენი წესების და ჩვენი პრინციპების გარეშე. ჩვენ გავიმარჯვებთ ამერიკაზეც და მათზეც ვინც მას უმღერის, აუცილებელი არ არის ეს საომარ ველზე მოხდეს, თუმცა თუ ასეთი გამოწვევა იქნება ჩვენ არ გვაქვს უფლება გამოწვევაზე უარი ვთქვათ“ განაცხადა ჩაპლინმა.
„ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ იმის შესახებ, რომ მსოფლიო პროცესებში რუსეთი ყოველთვის თამაშობდა და თამაშობს ღერძულ, ცენტრალურ როლს, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ბრძოლი მისაღებად და ჩვენი ნების განხორციელებისთვის. ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო რუსეთს შეუძლია ნებისმიერ ქვეყანას წაუყენოს პირობები. მე ვთვლი, რომ მან ეს უფრო მეტად , ხშირად და ძლიერად უნდა გააკეთოს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივუთითოთ მას ვისაც საჭიროა, შეჩერდეს და არ ჩაერიოს იმ პროცესებში, რომელიც ევროპაში ახლო აღმოსავლეთში ან სადმე სხვაგან ხდება.“- აღნიშნა ჩაპლინმა.
ამასთანავე ჩაპლინი გამორიცხავს იმ შესაძლებლობას , რომ რუსეთი შესაძლოა იზოლაციაში აღმოჩნდეს, მისი თქმით რუსეთს საკმაო მხარდამჭერი ქვეყანა ჰყავს.
„მე აღარ ვლაპარაკობ დასავლეთის იმ ქვეყნებზე , რომლებიც ჩვენს მიმართ სიმპათიით არიან განწყობილები, ჩვენი მხარდამჭერია ისლამური სამყაროც, ჩვენ რა თქმა უნდა ვიპოვით საერთოს ჩინეთთან, ლათინურ ამერიკაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც, ჩვენ გვაქვს მომავალი თუ ამის ნებას გამოვიჩენთ“- დაასკვნა ჩაპლინმა.
მასალის გამოყენების პირობები






